ირლანდიური სეტერი-პრიზიორი, გამოფენის შემდეგ დაიღუპა, პატრონის თქმით, ის მოწამლეს
ირლანდიური სეტერი-პრიზიორი, გამოფენის შემდეგ დაიღუპა, პატრონის თქმით, ის მოწამლეს
3 წლის ირლანდიურმა სეტერმა,  სახელად ჯაგერმა მსოფლიოს საერთაშორისო ძაღლების გამოფენა  Crufts -ში მიიღო მონაწილეობა . ეს გამოფენა ყოველი წლის მარტის დასაწყისში  ქალაქ ბირმნიგემში იმართება. ჯაგერმა მეორე ადგილი აიღო. კონკურსის დასრულების შემდეგ, ის პრიზით სახლში დაბრუნდა, თუმცა, რამდენიმე საათში დაიღუპა. პატრონის თქმით, ძაღლი გამოფენაზე ვიღაცამ მოწამლა.

"სავარაუდოდ, კონკურსზე ჯაგერმა მიიღო მოწამლული ხორცი. სწორედ საჭმლის მიღებიდან რამდენიმე საათში ცუდად გახდა და სამწუხაროდ, როცა ვეტერინარი მოვიდა ის უკვე მკვდარი იყო."- ამბობს ძაღლის პატრონი.

პატრონის თქმით, ექსპერტიზაზე, მართლაც აღმოჩნდა, რომ ძაღლს ჰქონდა ნაჭამი შემწვარი ძროხის ხორცის ნაჭერი, რომელზეც
საწამლავი
იყო.

სეტერის პატრონებს არ აქვთ იმედი, რომ დამნაშავეს დაიჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე ყველგან იყო განთავსებული ვიდეო კამერები.

"ამ გამოფენაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოხვედრა. არ არის განსაზღვრული რამდენი ადამიანი იქნება. წელსაც საკმაოდ ბევრი დამსწრე იყო. ამიტომ ძნელია, კონკრეტულად ვინმეს დააბრალო, თუმცა, ფაქტია, რომ ძაღლი განზრახ მოწამლეს."- ამბობს ჯაგერის პატრონი.
გამოფენის ორგანიზატორები გაოცებულები არიან ძაღლის დაღუპვით და ისინი ელოდებიან გამოძიების დასრულებას, რათა სიმართლე გაირკვეს.


Zooclub

იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტები დაადასტურებენ გამოფენაზე ძაღლის მოწამვლის ფაქტს, ბრიტანელი გამომძიებლები, გამოფენის ორგანიზატორები და ინგლისის კინოლოგიური კლუბი დაიწყებს გამოძიებას, რათა დამნაშავე დაისაჯოს.

ასევე იხილეთ:

ექსპერტ-კინოლოგის რჩევები ძაღლის აყვანის მსურველთათვის

ელისაბედ II ძაღლს აღარ აიყვანს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?