ტაქსამ 20 კილო დაიკლო
ტაქსამ 20 კილო დაიკლო
ტაქსა, სახელად დენისი იმდენად გასუქდა, რომ 25,4 კგ-ს იწონიდა, თუმცა, დიეტის შემდეგ 5,4 კგ-მდე დაიკლო.

ძაღლის პირველი მფლობელი  26 წლის ბრუკ ბარტორი იყო. მან დენისი აჩუქა ნათესავს, რომელიც ძაღლს პიცას, ჰამბურგერს და  ადამიანისთვის განკუთვნილი სხვა კალორიული საკვებით კვებავდა. გარკვეული დროის შემდეგ, ბენტონმა თავისი ყოფილი ძაღლი მოინახულა, თუმცა, მისი თქმით, ცხოველი იმდენად იყო გასუქებული, ვერავინ მიხვდებოდა რა ჯიში იყო.

Zooclub

გოგონამ ძაღლი დაიბრუნა. ვეტერინარების დახმარებით ცხოველს დაუნიშნა დიეტა. დენისი მხოლოდ ძაღლისთვის განკუთვნილ მშრალ საკვებს იღებდა. ფორმის აღდგენისთვის დიეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ბევრი სეირნობაც. გარდა ამისა, დენისმა სამი
ოპერაცია გადაიტანა- მას ზედმეტი ქონი მოაშორეს.

Zooclub

6 წლის ტაქსა დღეს
უკვე 5,4 კგ-ს იწონის. მას უკვე შეუძლია, გაეკიდოს ციყვებს და ითამაშოს სხვა ძაღლებთან ერთად, რაც მანამდე არ შეეძლო.

ასევე იხილეთ:

მსუქანი კატა, რომელსაც დიეტა დაუნიშნეს

ყველაზე პატარა ძაღლი მსოფლიოში

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?