პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..
პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..
სულთანმა რწმენითა და სიმართლით იმსახურა პოლიციის დეპარტამენტში, ახლა კი პენსიაზე გადის. ამ გმირ ნაგაზს 13 წელი შეუსრულდა და ახლა იმდენად სუსტადაა, რომ თავისით გადაადგილებაც კი უჭირს. თავისი კოლეგისა და მეგობრის გასაცილებლად ბევრი თანამშრომელი შეიკრიბა.

Zooclub

ამ ძაღლმა 9 წელი იმსახურა საუტ-პორტლენდის პოლიციის დეპარტამენტში, მან ათასამდე ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში, მან მრავალი დანაშაული გახსნა, ბევრჯერ იპოვა ნარკოტიკი და დაკარგული ადამიანი. ეს ძაღლი თავისი დამსახურებების წყალობით ნამდვილ ლეგენდად იქცა. პოლიციის რიგებში ცხოველმა თავისი მოწოდება იპოვა და ადამიანების წინაშე ვალი მოიხადა.

მან ყველაზე
მეტად დაიმსახურა პენსია, ვიდრე ვინმე სხვამ, მაგრამ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ.

Zooclub

სულთანი უეცრად ძალიან დასუსტდა.
შეწყვიტა ჭამა და უჭირდა გადაადგილება. ძაღლის პატრონი მას მილის საშუალებით აჭმევდა, რომ რამენაირად მაინც დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მან გადაწყვიტა შეეწყვიტა ცხოველის ტანჯვა და მისი დაძინება გადაწყვიტა.

Zooclub

თავის ბოლო გზაზე ვეტერინარის კლინიკაში სულთანმა თავისით ვერ შეძლო მისვლა.

Zooclub

პოლიციელები, სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს მუშაკები გმირ ძაღლთან დასამშვიდობებლად მივიდნენ.

Zooclub

ამ ადამიანებს უზომოდ გაუჭირდათ სულთანთან დამშვიდობება, რადგან იგი ერთ-ერთი მათგანი იყო. ამ საოცარმა ძაღლმა დაიმსახურა ასეთი ღირსეული წასვლა.

Zooclub

ის, თუ როგორ გააცილეს თავიანთი მეწყვილე ბოლო გზაზე, ბევრს ამბობს ამ ადამიანებზე, მათ სიკეთესა და ადამიანურობაზე.

lela
ასეტი ტბილი კომენტარები კარგა ხანია არ წამიკიტხავს.კარგია ტქვენნაირები ნეტა ბევრი იყოს-გულიანები.გაიხარეტ
sofo
ეჰ, ესენი რომ არ გვავსებდნენ უანგარო სიყვარულით, ერთგულებით და სიხარულით, მერე გენახათ ერთმანეთის გლეჯა, ისედაც რა დღეში ვართ და.... ლაპარაკიც არ მინდა. კიდევ კარგი, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან უყვართ ცხოველები, მეც მიყვარხართ ყველანი, ვისაც გულთან მიგაქვთ აქ ნანახი და დაწერილი
otari
ამ ქვეყანაში ადამიანებს არა აქვთ დაფასება და ძაღლ ჟუჟუს ექნებოდა? არადა ამ ძაღლმა ნამდვილათ დაიმსახურა რომ მისთვის როცა ავათ გახდა ყურადღება მიექციათ. ძაღლები ბევრ ადამიანს სჯობიან, მათი ერთგულება დაუფასებელია. ისინი პატრონის გულისთვის თავს გასწირავენ და ასეთი შემთხვევები ბევრია. აქ ადამიანებს არ უყვართ ერთმანეთი და ძაღლები ეყვარებათ? იმიტომაც ვართ ასეთ დღეში.
liza
მეც დამცინიან ცხოველების სიყვარულის გამო და აქ იყო ერთხელ ბევრი ვიცინე ვიღაცა გვეძახდა გაწყვითეთ ხმა თქვე მეძაღლეებოვო:)როდის ვეღისრსები რომ ჩვენი ხალხის აზროვნება შეიცვალოს, მერე გვიკვირს ჩვენს ქვეყანას არ დაადგა საშველიო, ხალხი გაჭირვებულიაო, რით ვიმსახურებთ ასეთ ცხოვრებასო, ვიტანჯებითო. შეიცვალეთ ხალხო, ღმერთი ყველაფერს ხედავს, ვინც სიკეთეს აკეთებს იმას სიკეთითვე მიეზღვევა, ცხოვრება უფრო ბედნიერია ცხოველებთან ერთად, ერთი ლუკმა რომ მქონდეს იმასაც გავუყოფ უპატრონო მშიერ ცხოველს, იმასაც ზუსტად იგივე შეგრძნებები აქვს რაც ადამიანს, იმასაც შია, სტკივა, გული წყდება, ტირის. მიყვარხართ ყველანი ვინც ცხოველებს უვლით, ღმერთმა გამრავლოთ
manana-sh
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა გულით მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით უპატრონო ცხოველები მეცოდებიან, მნიშვნელობა არა აქვს ძღლია თუ კატა(ხშირად დაცინვის საგანი ვხდები ამის გამო). ბევრჯერ გადამირჩენია ნაავარიოები ძაღლები, საცოდავად დაყრილი კნუტები და ლეკვები. რა მოხდება ამდენი რესტორნები და კაფე-ბარებია, ნარჩენი საჭმელი რომ ამ უპატრონო ცხოველებს მიწოდონ. ეხლა დამესევიან, რა დროს ცხოველებია ადამიანებს უჭირთო, მაგრამ იმას, ვისაც ცხოველი არ უყვარს, დარწმუნებული ვარ არც ადამიანები უყვართ. კიდევ კარგი რომ ბატონ ელიზბარაშვილის მსგავსი კეთილი ადამიანები არსებობენ. ღმერთმა ამრავლოს ასეთი გულისხმიერები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?