პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..
პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..
სულთანმა რწმენითა და სიმართლით იმსახურა პოლიციის დეპარტამენტში, ახლა კი პენსიაზე გადის. ამ გმირ ნაგაზს 13 წელი შეუსრულდა და ახლა იმდენად სუსტადაა, რომ თავისით გადაადგილებაც კი უჭირს. თავისი კოლეგისა და მეგობრის გასაცილებლად ბევრი თანამშრომელი შეიკრიბა.

Zooclub

ამ ძაღლმა 9 წელი იმსახურა საუტ-პორტლენდის პოლიციის დეპარტამენტში, მან ათასამდე ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში, მან მრავალი დანაშაული გახსნა, ბევრჯერ იპოვა ნარკოტიკი და დაკარგული ადამიანი. ეს ძაღლი თავისი დამსახურებების წყალობით ნამდვილ ლეგენდად იქცა. პოლიციის რიგებში ცხოველმა თავისი მოწოდება იპოვა და ადამიანების წინაშე ვალი მოიხადა.

მან ყველაზე
მეტად დაიმსახურა პენსია, ვიდრე ვინმე სხვამ, მაგრამ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ.

Zooclub

სულთანი უეცრად ძალიან დასუსტდა.
შეწყვიტა ჭამა და უჭირდა გადაადგილება. ძაღლის პატრონი მას მილის საშუალებით აჭმევდა, რომ რამენაირად მაინც დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მან გადაწყვიტა შეეწყვიტა ცხოველის ტანჯვა და მისი დაძინება გადაწყვიტა.

Zooclub

თავის ბოლო გზაზე ვეტერინარის კლინიკაში სულთანმა თავისით ვერ შეძლო მისვლა.

Zooclub

პოლიციელები, სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს მუშაკები გმირ ძაღლთან დასამშვიდობებლად მივიდნენ.

Zooclub

ამ ადამიანებს უზომოდ გაუჭირდათ სულთანთან დამშვიდობება, რადგან იგი ერთ-ერთი მათგანი იყო. ამ საოცარმა ძაღლმა დაიმსახურა ასეთი ღირსეული წასვლა.

Zooclub

ის, თუ როგორ გააცილეს თავიანთი მეწყვილე ბოლო გზაზე, ბევრს ამბობს ამ ადამიანებზე, მათ სიკეთესა და ადამიანურობაზე.

ჯემალი-ს
ზოგადად ძაღლები უყვართ, მაგრამ ხშირია მათდამი ისე მოქცევა, როგორც რაღაც საჭირო-არასაჭირო ნივთისადმი.. აქ უფრო სამსაურეობრივ ძაღლზეა საუბარი.. საქართველოშიც იყო ასეთი ფაქტი სულ ეხლახანს. ჩამოწერეს ძაღლი ჟუჟუ, რომელმაც 7 წელი იმსახურა შსს-ში. ის არავინ წაიყვანა - არამედ მიაგდეს თავშესაფარში. საიდანაც გაჩუქდა, მაგრამ მერე სიმსივნე აღმოაჩნდა, ლაბრადორების ჯგუფმა ითავა მისი ოპერაცია, რომელიც უანგაროდ ჩაუტარდა, მაგრამ ის მძიმედ იყო და ვერ გადარჩა. ამ ხნის განმავლობაში შსს-დან ის არავის მოუკითხავს. ნახეთ საქართველოს სამსახურეობრივი ძაღლის, ჟუჟუს ამბავი: http://www.zooclub.ge/zuu/ckhovelebis-blogi/1382-brdzola-sicockhlisthvis-erthad-gadavarchinoth-shss-s-veterani-labradori.html ეს კი მისი ოპერაციის შესახებ: http://www.zooclub.ge/dzaghli/saintereso/1399-shss-veterani-labradoris-gadasarchenad-saqarthveloshi-unikaluri-operacia-chatarda.html
jemalis
კი, როგორც უყვართ უმეტესობას ცხოველები, თქვენივე მონაყოლით დაამტკიცეთ! მეც მომიკლეს გორის ერთ-ერთ სოფელში სრულიად უწყინარი ძაღლი გასართობად ბავშვებმა. მშობლებმა კი თქვეს: "რა მოხდა მერე, ბავშ|ვები თამასობდნენო"! ამის მერე შემჯავრდა ის სოფელიც და იქაური მოსახლეობაც!
ჯემალი.
ძაღლი ბევრ ადამიანს უყვარს საქართველოშიც, ნუ ილანძღებით ტყულად, მეც მყავდა კავკასიური ნაგაზი, იმისთვის უფრო ხშირად მომქონდა ხორცი, ვიდრე ჩემთვის, გორში ასეთებს ბევრს გაგაცნობთ, ცუდი ისაა რომ უკვე 4 წლისა მიმიწამლეს, მით უმეტეს რომ სულ დააბმული მყავდა, თანაც 2008 წელს ომის დროს მომიწამლეს, რითი მემკურნალა, ყველა გაქცეული იყო, იმ სიცხეში ძლივს დავმარხე, აწი ძაღლს აღარ მოვიყვან.
don chorvila
კი საქართველოშიც ასევე უყვართ ცხოველები,ორფეხა თვითონ ძაღლებს ხო საერთოდ!მარტო დონ ჭორვილაა გამონაკლისი ))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?