ცოლ-ქმარს 2-წლიანი ციხე ემუქრებათ, მიზეზი ნამდვილად გაგაოცებთ
ცოლ-ქმარს 2-წლიანი ციხე ემუქრებათ, მიზეზი ნამდვილად გაგაოცებთ
"ცოლ-ქმარს 2-წლიანი ციხე ემუქრებათ იმის გამო, რომ მათი ლაბრადორის ჯიშის ძაღლები ღამის საათებში ყეფენ", - წერს პეტიციის გვერდზე "მსჯავრდებულების" შვილი.

"მეზობელმა სასამართლოში განაცხადა, რომ ძაღლები ყეფდნენ 18-დან 24 საათამდე გაუჩერებლად, რაც სიმართლეს არ შეეფერება."- ამბობს გოგონა. 

ესპანეთის ქალაქ გრანადაში მცხოვრებმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიანთი უდანაშაულობა დაეცვათ. მათ დაიქირავეს კერძო დეტექტივი, რომელიც სახლს მთელი ღამე დარაჯობდა, ამოწმებდა ძაღლები ხშირად ყეფდნენ თუ არა და ყოველივეს ვიდეო კამერით იღებდა. დეტექტივმა წარადგინა ვიდეო ჩანაწერი სასამართლოში, რათა დაემტკიცებინა, რომ ცხოველები არავის
არაფერს უშავებდნენ.

ამასთანავე, ექსპერტ-ვეტერინარმა ძაღლების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმა და ცხოველები სრულიად ჯანმრთელნი აღმოჩდნენ, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა.

მეზობელთან კომფლიქტის გამო, ოჯახი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინათ და ძაღლებთან ერთად დროებით სხვაგან გადასულიყვნენ. მეზობელი მამაკაცი სასამართლოში აცხადებს, რომ ძაღლების გაუჩერებელი ყეფის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ითხოვს ძაღლების მოკვლას.

პეტიციის გვერდზე, რომელიც ცოლ-ქმრის შვილმა შექმნა, ხალხი ითხოვს, ოჯახს ბრალდება მოუხსნან.


ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"

ძაღლმა პატრონი პოლიციას დააჭერინა

თუთიყუშმა მთვრალი პატრონი პოლიციაში "ჩაუშვა" და მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა
emigranti manana
ვეთანხმები ლიზას,მეზობელი არანორმალური და ბოროტი ადამიანია,ყეფის გამო როგორ შეიძლება ცხოველის მოკვლა მოითხოვო.ზოგჯერ ცხოველი ადამიანია და ადამიანი ცხოველი,ამ შემთხვევაში ადამიანია ცხოველი
jemalis
საზღვარგარეთ სხვა კანონებიც არის, მაგ. ცხოველს რომ რამე დაუშავო ან დააუზიანო, მოკლა ან დაჭრა ასე რომ ციხე არ აცდება მაგის გამკეთებელს. იქ ძაღლებს კანონი და სახელმწიფო იცავს ისევე როგორც ადამიანებს. ჩვენთან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნე და სიბნელეა.
liza
თვითონ მეზობელი შეამოწმონ მერე ფსიქიკურად როგორ არის. ვაი მაგი იყოს ჩემი მეზობელი და საშინელებათა ფილმს დავამსგავსებდი მის ცხოვრებას ჩემი ძაღლის გამო. ცხოველი ეს არის იგივე ბავშვი, გიყვარს როგორც შვილი და შვილის გამო ხომ წარმოგიდგენიათ ყველაფერზე წავა ადამიანი.
111
ეგეთი როგორი?ძაგლის ყეფაზე რო ადამიანი დააჯარიმონ?? მდაააა....
jemali
ნეტავ ეგეთი კანონები საქართველოშიც იყოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?