ძაღლს შეუძლია იწინასწარმეტყველოს პატრონის ქმედება
ძაღლს შეუძლია იწინასწარმეტყველოს პატრონის ქმედება
ძაღლი საკმაოდ ჭკვიანი არსებაა, გაგიკვირდებათ და იმდენად ჭკვიანია, რომ ხვდება, რას გააკეთებს თავისი პატრონი მომდევნო წუთს.

ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, სადაც მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლი პატრონის ქმედებებს წინასწარ გრძნობს. შინაური ბინადარი ამას არ სწავლობს, ეს თვისება მას გენებში აქვს. მკვლევრების აზრით, მომავალში ძაღლის განვითარებასთან ერთად, მისი ეს უცნაური თვისება კიდევ უფრო განვითარდება.

ინგლისელი მეცნიერების თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად იცის ძაღლმა სხვადასხვა ბრძანება. ის ძაღლიც კი, რომელსაც საერთოდ არ უსწავლია ბრძანებების შესრულება, წინასწარ გრძნობს პატრონის ქმედებებს. მნიშვნელოვანია ის,
თუ რამდენად კარგად იცნობს ძაღლი თავის პატრონს (რამდენად ხშირად არიან ერთად). 

როდესაც ძაღლი ადამიანს ეცნობა, ის
ყოველთვის ყურადღებით აკვირდება მას, ეს საშუალებას აძლევს წინასწარ ამოიცნოს მისი ქცევები.

ასევე იხილეთ:

ძაღლის ემოციების შესახებ...

ძაღლის 10 თხოვნა ახალ პატრონს

10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?