ძაღლმა იპოვა დედა, რომელმაც თავისი ბავშვი სანაგვეზე გადააგდო (+ვიდეო)
ძაღლმა იპოვა დედა, რომელმაც თავისი ბავშვი სანაგვეზე გადააგდო (+ვიდეო)
სამართალდამცავები 19 წლის გოგონასთვის ბრალის წაყენებისთვის ემზადებიან. მან თავისი ახალშობილი ნაგავში გადააგდო.

დედა ამჟამად შოკურ მდგომარეობაში ნოვოსიბირსკის საავადმყოფოში იმყოფება და ბრალდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ წარედგინება. 

ახალშობილი, რომელიც მან ნაგავში გადაადგო, ჰოსპიტალიზირებული იქნა. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

რამოდენიმე დღის წინ, ნოვოსიბირსკის მცხოვრებმა სანაგვე კონტეინერში პოლიეთილენში გახვეული ახალშობილი იპოვა. მამაკაცმა იგი თავის მანქანაში ჩასვა და პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცავები კინოლოგებთან ერთად მოვიდნენ. ძაღლი მაშინვე შეუდგა ძებნას. სამსახურებრივმა ძაღლმა, სახელად გრეიმ მაშინვე იყნოსა ნაკვალევი და პატრული მეზობელი სახლის ბინაში მიიყვანა, სადაც ბავშვის
დედა ცხოვრობდა. იგი ლენინის რაიონის 19 წლის მცხოვრები აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?