მიტოვებული ძაღლი დაბმული იჯდა სადგურზე და ტიროდა
მიტოვებული ძაღლი დაბმული იჯდა სადგურზე და ტიროდა
მამაკაცმა სადგურზე მიტოვებულ ძაღლს ფოტო გადაუღო და Facebook-ზე განათავსა. ინტერნეტ სივრცეში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა.

პატრონმა ცხოველი ისტბურნის (ინგლისი) ერთ-ერთი სადგურის მატარებლების გაჩერებასთან დააბა, დაუტოვა მხოლოდ წყლით სავსე ჯამი და გაუჩინარდა. ძაღლი პატრონს ელოდა, თუმცა, როცა მიხვდა, რომ ის აღარ მოვიდოდა ტირილი დაიწყო. ერთ-ერთმა მგზავრმა შეამჩნია ძაღლი და მეტროს ადმინისტრაციას მიმართა დასახმარებლად, სანამ თანამშომლები მის საშველად მივიდოდნენ, მამაკაცმა რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო და Facebook -ზე განათავსა.

Zooclub

ფოტოგრაფის თქმით, ის ხმით ტიროდა და ამასთანავე თვალიდან ცრემლი სდიოდა. მას ძალიან სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა,
რაც ფოტოზე ნათლად ჩანს და რამაც აღაშფოთა სოციალური ქსელის მომხმარებლები. საცოდავმა ძაღლმა დაახლოებით 1 საათი
გაატარა ასე, სანამ მის დასახმარებლად ადგილობრივი ცხოველთა დამცველები მივიდოდნენ.

ამ ფაქტმა ცხოველთა მოყვარული ადამიანების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ითხოვენ, დაუყოვნებლივ მოიძებნოს და დაისაჯოს ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ

მათ სახლი გაყიდეს და ის ქუჩაში დატოვეს

ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში

ნია
ვაიმე, გული მომიკვდა!!!!! მეც ვტირი ახლა. როგორ შეიძლება ასე :( ის არაადამიანი უნდა დააბა წყლის ჯამის ამარა და მიატოვო ასე :@ იმედია სათვალთვალო კაერების მეშვეობით მიაგნებენ იმ უგულოს და ძაღლს იქნებ გამოუჩნდეს კარგი პატრონი...
ninaka
ნუ მიატოვებთ ცხოველებს და კიდევ ნუ მოპარავთ სხვას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?