error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/2c1601726a572f6056b89a25dcde571b.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მიტოვებული ძაღლი დაბმული იჯდა სადგურზე და ტიროდა
მიტოვებული ძაღლი დაბმული იჯდა სადგურზე და ტიროდა
მამაკაცმა სადგურზე მიტოვებულ ძაღლს ფოტო გადაუღო და Facebook-ზე განათავსა. ინტერნეტ სივრცეში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა.

პატრონმა ცხოველი ისტბურნის (ინგლისი) ერთ-ერთი სადგურის მატარებლების გაჩერებასთან დააბა, დაუტოვა მხოლოდ წყლით სავსე ჯამი და გაუჩინარდა. ძაღლი პატრონს ელოდა, თუმცა, როცა მიხვდა, რომ ის აღარ მოვიდოდა ტირილი დაიწყო. ერთ-ერთმა მგზავრმა შეამჩნია ძაღლი და მეტროს ადმინისტრაციას მიმართა დასახმარებლად, სანამ თანამშომლები მის საშველად მივიდოდნენ, მამაკაცმა რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო და Facebook -ზე განათავსა.

Zooclub

ფოტოგრაფის თქმით, ის ხმით ტიროდა და ამასთანავე თვალიდან ცრემლი სდიოდა. მას ძალიან სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა,
რაც ფოტოზე ნათლად ჩანს და რამაც აღაშფოთა სოციალური ქსელის მომხმარებლები. საცოდავმა ძაღლმა დაახლოებით 1 საათი
გაატარა ასე, სანამ მის დასახმარებლად ადგილობრივი ცხოველთა დამცველები მივიდოდნენ.

ამ ფაქტმა ცხოველთა მოყვარული ადამიანების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ითხოვენ, დაუყოვნებლივ მოიძებნოს და დაისაჯოს ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ

მათ სახლი გაყიდეს და ის ქუჩაში დატოვეს

ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში

ლია
საწყალი ცუგა...:(:(:( ნუ მოიპარავთ და ნუ მიატოვებთ ცხოველებს!ზოგიერთი უგულო ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლებს (და არა მარტო მათ), სიყვარულის და ერთგულების განსაკუთრებული ნიჭი აქვთ,ცოდონი არიან :(:(:(
nat
ესეთი პატრონები უნდა მოკლაააა უყურებ და თვალები ცრემლებით მევსებაააა რა სიცოცხლეეა :((((
elo
ცხოველები ადამიანებს უნდა ერქვათ
liza
გული მომიკვდა, ნახეთ რა თვალებით იყურება საყვარელი, მაგის პატრონს დავაბავდი და ბევრ ცკალს დავუტოვებდი, მტკვარში გადავაგდებდი.
ანი
რა სისასტიკეა, მთელი ცხოვრება ძაღლის ყოლაზე ვოცნებობდი მაგრამ ყოველთვის ვაცნობიერებდი რომ გამიჭირდებოდა მისი ერთგულების და სიყვარულის სათანადოდ დაფასება, ამიტომ ოცნება ოცნებად დამრჩა. ადამიანებო, ნურასოდეს შეიფარებთ ისეთ საყვარელ არსებას როგორიც ძაღლია (და არა მარტო) თუ ის ბოლოს ასე უნდა გაიმეტოთ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?