ამერიკის საუკეთესო ძაღლად ბიგლის ჯიშის ძაღლი აღიარეს
ამერიკის საუკეთესო ძაღლად ბიგლის ჯიშის ძაღლი აღიარეს
ნიუ-იორკში ჩატარებულ "Westminster Kennel Club Show"-ს ძაღლების შოუზე გამარჯვებულად 4 წლის ბიგლის ჯიშის ძაღლი, სახელად მის პი აღიარეს.

"The New York Post"-ის ცნობით, მსაჯმა დიდხანს ვერ შეძლო გამარჯვებულის არჩევა, ის 20 წუთის მანძილზე ფიქრობდა. გამარჯვებულის გამოვლენა სიურპრიზად იქცა, როგორც მაყურებლებისთვის, რომლებიც სრულიად სხვა ძაღლებს გულშემატკივრობდნენ, ასევე მის პის პატრონისთვის.

ბიგლის პატრონმა უილლ ალექსანდერმა განაცხადა, რომ იგი გაოგნებულია. ასევე აღნიშნა, რომ მისმა ბინადარმა არ გაუცრუა იმედები და კონკურსის ყველა დავალება უნაკლოდ შეასრულა.

ღონისძიების მონაწილეები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ ხვად ძაღლს, სახელად მატისს, რომელიც ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტის ერთ-ერთ ბინადარს სისხლით ნათესავად ეკუთვნის. მის პიმ კონკურსში აჯობა ში-ცუს, რომლის პატრონიც პეტტი
ხერსტია, მედიაიმპერია "Hearst"-ის
მემკვიდრე.

გამარჯვებულ ძაღლს მთელი მომავალი წლის განმავლობაში „ამერიკის ძაღლის" (America's Dog) სახელი მიენიჭა. ცხოველი-პრიზიორი სხვადასხვა ფოტოსესიასა და ტელეშოუში მიიღებს მონაწილეობას.

"Westminster Kennel Club Show" ნიუ-იორკში 1877 წლიდან ტარდება. Kentucky Derby-ის დოღის შემდეგ ეს ყველაზე ძველი შეჯიბრია ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავიდან ძაღლების კონკურსში ძაღლების მხოლოდ მონადირის ჯიშები იღებდნენ მონაწილეობას, ძირითადად სეტერები და პოინტერები, მაგრამ მოგვიანებით, შესაძლო მონაწილეების ჩამონათვალი გაიზარდა. 1948 წლიდან კონკურსის ტრანსლიაცია პირდაპირ ეთერში ხდება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?