ავტოგასამართ სადგურზე ძაღლმა შეიარაღებული თავდასხმა ჩაშალა (+ვიდეო)
ავტოგასამართ სადგურზე ძაღლმა შეიარაღებული თავდასხმა ჩაშალა (+ვიდეო)
ინციდენტი მოხდა ერთ-ერთ ავტოგასამათ სადგურზე, სადაც ძაღლის პატრონი მუშაობს. სამი წლის ძაღლმა, სახელად ტორმა ჩაშალა შეიარაღებული ბანდიტის თავდასხმა.

ძაღლის პატრონი ჯასტინი ამავე ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს, ტორიც ყოველ დღე დაყვება მას სამსახურში. მეპატრონემ მამაკაცს ძაღლის სამსახუში ტარების ნება დართო  და ის არც შემცდარა. 

ინციდენტი აშშ-ს ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. 9 თებერვალს, დაახლოებით შუა დღეს გაიღო კარი და ოფისში შეიჭრა შეიარაღებული მძარცველი, რომელმაც სალაროსთნ მომუშავე ჯასტინისგან ფული მოითხოვა. ამ დროს ტორმა იგრძნო საფრთხე და დამნაშავისკენ გაიწია. ძაღლმა მოასწრო და მძარცველს რამდენჯერმე უკბინა. მან გაქცევა შეძლო, ტორი გაეკიდა, თუმცა,
ვერ დაეწია, რადგან თავდამსხმელი მანქანაში ჩაჯდა და მიმალვა შეძლო. პოლიცია დღემდე ეძებს თავდამსხმელს.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

პატრონმა ძაღლი სიკვდილისგან იხსნა

უნარშეზღუდული ძაღლი პატრონის გადასარჩენად ღობეზე გადახტა

უპატრონო ძაღლებმა გოგონა მძარცველისგან იხსნენს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?