ძაღლი დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავს (+ვიდეო)
ძაღლი დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავს (+ვიდეო)
ეს საოცარი ისტორია ძაღლზეა, რომელიც ობოლ და-ძმას პატრონობს. ბავშვები პატარა კენიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობენ. დედობილ ძაღლს ოსკარი ქვია, ის ყურადღებას აქცევს ბავშვებს და ყოველ დღე სკოლაში დაყვება.

7 წლის მოგოსა და 6 წლის ვანჯიკუს ჰყავდათ ალკოგოლიკი დედა, რომელმაც მიატოვა ბავშვები. ისინი ბებიასთან ცხოვრობენ, თუმცა, ქალს კიდევ 5 ბავშვი ყავს მოსავლელი. მას არ შეუძლია, ყველა ბავშვს სრულყოფილი ყურადღება დაუთმოს, ამიტომ და-ძმის პატრონობა ოსკარს მიანდო.

ძაღლი ბავშვებს 6 წელია გვერდიდან არ მოსცილებია, ის ვალდებულად თვლის თავს, ბავშვები დაიცვას. ოსკარს ადგილობრივი მაცხოვრებლები
კარგად იცნობენ და მისი ერთგულება ყველასთვის ცნობილია. 

Zooclub

ძაღლს კენიის ცხოველთა დაცვის
ორგანიზაცია მფარველობს. მის ჯანმრთელობაზეც ორგანიზაცია ზრუნავს. რამდენიმე წლის წინ მას სტერილიზაცია გაუკეთდა.

ყოველ დილით ოსკარი ბავშვებს სკოლამდე აცილებს, ელოდება ეზოში და შემდეგ ისევ უკან ერთად ბრუნდებიან. სკოლა არც ისე ახლოს არის სახლთან, ამიტომ ის ზრუნავს, რომ მოგოსა და ვანჯიკუს გზა არ აერიოთ, ასევე ძაღლი ბავშვებს იცავს სხვადასხვა ცხოველის თავდახმისგან.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა

კატამ მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა

ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?