ლაბრადორი მაშველებმა გაყინული მდინარიდან ამოიყვანეს (+ვიდეო)
ლაბრადორი მაშველებმა გაყინული მდინარიდან ამოიყვანეს (+ვიდეო)
სანაპირო სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა ლაბრადორი, რომელიც გაყინულ მდინარეში ჩავარდა. ინციდენტი მიჩიგანის შტატში მოხდა (აშშ). 

"Associated Press"-ის თქმით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევით დაინახეს ძაღლი, რომელიც მდინარიდან ნაპირზე ამოსვლას ლამობდა. ისინი დაუყოვნებლივ ჩავიდნენ ნაპირზე მის გადასარჩენად. ძაღლი მთელი ძალით ცდილობდა არ ჩაძირულიყო.

ერთ-ერთი მაშველი ჩავიდა მდინარეში და ყინულებს ხელით უცვლიდა ადგილს, რომ ძაღლი ნაპირამდე გამოეყვანა. 24 წუთის შემდეგ მათ მოახერხეს წყლიდან ძაღლის ამოყვანა.
გადარჩენილი ლაბრადორი თავშესაფარში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ვეშაპმა ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

ირმები ბიჭს მთელი ღამე ათბობდნენ, რათა არ გაყინულიყო

მან Facebook-ით შეიტყო, რომ ირმები გაყინული ტბიდან ვერ გამოდიოდნენ
sofo
აუ, ძალიან მაგარი ადამიანებიიიი!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?