error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/c18fed4c7e06641c809f8e6112c1e04e.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ბუნების ოთხფეხა საოცრება - ტაქსას და პიტბულის ნაჯვარი (+ვიდეო)
ბუნების ოთხფეხა საოცრება - ტაქსას და პიტბულის ნაჯვარი (+ვიდეო)
ბუნებას მეტად უცნაური რამის შექმნა შეუძლია! როდესაც ამ ოთხფეხა საოცრებას ვუყურებთ, ჩნდება გრძნობა, რომ მის ფოტოზე კარგად იმუშავეს ფოტოშოპის ოსტატებმა . საყვარელი და ძალიან მომხიბლავი ერთი წლის ძაღლი, სახელად რემი პიტბულისა და ტაქსას უცნაური ნაჯვარია. ამ ძაღლში ერთიანდება სრულიად შეუთავსებელი რამ: დიდი მასიური თავი და დახვეწილი ტანი პატარა ფეხებზე. მიუხედავად თავისი სპეციფიური გარეგნობისა, რემი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საქმე იმაშია, რომ ეს უნიკალური ქმნილება ეძებს სახლს. თუ ზოგ თეთრ და ყველაზე ფუმფულა ძაღლებს უჭირთ ოჯახის პოვნა, რემის არავინ უძებნია.
პოტენციურმა პატრონებმა თავად იპოვეს ეს პატარა. ძაღლმა სოციალურ ქსელში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია!

Zooclub

რემის ფოტო "facebook"-ით 29
000-მა მომხმარებელმა გაიზიარა. მისი პატრონობის უფლების მოპოვებაში მსოფლიო მასშტაბით 1000-მდე ადამიანი ეჯიბრება ერთმანეთს.

ცენტრი, სადაც ახლა რემია გადაყვანილი, გაოცებულია ადამიანების ასეთი რეაქციის გამო, თუმცა, იქაურ თანამშრომლებს ასეთი ინტერესი ძალიან ახარებთ. ისინი ასევე ყველა გულისხმიერ ადამიანს მიმართავენ: “გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენს თავშესაფარში კიდევ მრავალი ცხოველია და ისინი მოსიყვარულე პატრონებს ეძებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მათგანი რემიზე არანაკლებ უნიკალურია. გულწრფელად გაგვახარებს თქვენი ხილვა ჩვენს თავშესაფარში!”

აი, ასე შეიძლება დაახასიათოს რემიმ საკუთარი თავი ფეისბუქის გვერდზე: “ძლიერი და ენერგიული ვარ. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს საბელით სეირნობა. მე ვარ ტკბილი ბიჭი, რომელსაც უხარია სირბილი და თამაში. რა დასამალია და არც დიდად დამჯერი ვარ, ამიტომ მოგიწევთ ჩემთვის დროის დათმობა, თუ კი ისურვებთ, რამე მასწავლოთ. ძნელად გამოვნახავ საერთოს პატარა ბავშვებთან, მაგრამ ყველაფერი, რაც მჭირდება, ეს ცოტა სიყვარული და სითბოა”.

ამ უცნაურ ძაღლზე საზღვარგარეთის მედიასაშუალებებიც საუბრობენ. მათ რემიზე ეს საოცარი რეპორტაჟი გადაიღს.

Zooclub

პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა ეს ძაღლი. რა კარგია, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რობლებიც მზად არიან რემის თავიანთი სახლი შესთავაზონ.

თუ გსურთ შინაური ცხოველის აყვანა, მიბრძანდით ცხოველთა უახლოეს თავშესაფარში. ამით თქვენ შეიძლება, ცხოვრებაში დიდი ვერაფერი შეცვალოთ, მაგრამ აუცილებლად შეცვლით აყვანილი ცხოველის მთელ სამყაროს!

იხილეთ ვიდეო
პიდბული
ეს პიდუბლის დაცინვააა:)
Revaz Zedginidze
დედის თვალები აქვს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?