ელისაბედ II ძაღლს აღარ აიყვანს
ელისაბედ II ძაღლს აღარ აიყვანს
ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს, როგორც ცნობილია, ორი უსაყვარლესი კორგის ჯიშის ძაღლი ჰყავს. თუმცა, "Daily Express"-ის ცნობით, ის აღარ აპირებს სხვა ძაღლების აყვანას. მიზეზი კი იმის შიშია, რომ ცხოველს შემთხვევით ფეხი არ წამოკრას და არ წაიქცეს.

რამდენიმე ხნის წინ, მას გადასცეს საჩუქარი - ორი უსაყვარლესი ნორფოლკ-ტერიერის ჯიშის ლეკვები, თუმცა, დედოფალმა უარი თქვა მათ აყვანაზე.

როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, ელისაბედ II-ს ეშინია, როდესაც ძაღლები მის ფეხებთან ახლოს დარბიან. სანდო წყაროები ამბობენ, რომ ის შიშობს, რომ წაქცევით ხელი ან ფეხი არ მოიტეხოს, რის გამოც, შესაძლოა, თავისი მოვალეობები
ვეღარ შეასრულოს. 

Zooclub

"ბოლოს და ბოლოს, ის 88 წლისაა."- ამბობს დედოფლის წარმომადგენელი.

დღეს ინგლისის დედოფალს მხოლოდ 2 კორგის ჯიშის ძაღლი ჰყავს, თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, მას ერთდროულად 8 ძაღლის კი ყავდა.

ასევე იხილეთ:

ჯიშიანი ძაღლების გამოფენა თბილისში

ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნები ცხოველების მიმართ


savage
როგორ მიყვარს კორგის ჯიშის ძაღლები და არ მეღირსა სამწუხაროდ :(
ტოტო
დიდებული დედოფალია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?