მათ სახლი გაყიდეს და ის ქუჩაში დატოვეს (+ვიდეო)
მათ სახლი გაყიდეს და ის ქუჩაში დატოვეს (+ვიდეო)
ცხოველთა მოყვარულებმა იციან, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუმცა,  ძაღლის ზოგიერთი მფლობელი ამას ვერ აცნობიერებს და არ აფასებს თავის მოსიყვარულე ბინადარს. მათ არც თუ ისე იშვიათად შეუძლიათ, უგულოდ მოისროლონ თავიანთი "ოჯახის წევრი" ქუჩაში, მიატოვონ ისე, რომ მისი მომავალი ბედით არც კი დაინტერესდნენ.

სწორედ, მსგავსი ფაქტი მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა ოჯახმა სახლი გაყიდა და თავისი ძაღლი ქუჩაში დატოვა. ბევრს გაგიკვირდებათ, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ძაღლი რამდენიმე თვე ისე ცხოვრობდა ქუჩაში, ოჯახის წევრები ერთხელაც არ დაინტერესდნენ ცოცხალი იყო ის, თუ არა.

როდესაც ცხოველთა გადარჩენის ცენტრში დარეკა
უცნობმა და მიტოვებული ძაღლის დახმარება ითხოვა, ცხოველთა დამცველები იმავე დღესვე წავიდნენ საცოდავი ცხოველის სანახავად. ის
ძალიან მარტოსული, მშიერი და შეშინებული იყო, ცდილობდა ადამიანებს დამალვოდა. რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, ცხოველთა დამცველებმა მისი ნდობა დაიმსახურეს და ძაღლი წაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა.

დიდი დრო არ დასჭირვებიათ ამ ლამაზი ძაღლის გაჩუქებისთვის. ძველი ოჯახისგან განსხვავებით, ის დღეს მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს, სადაც უვლიან, უფრთხილდებიან და სიყვარულს ჩუქნიან. ძაღლს ახალმა ოჯახმა სახელიც შეურჩია, მას მედისონი დაარქვეს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

გზაზე მიტოვებული ძაღლი, პატრონის მოლოდინში

ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში

მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?