ძაღლის პატრონი ლოუ ვონკონგი სადაც არ უნდა წავიდეს ველოსიპედის დაბმა არ სჭირდება, რადგან იცის, რომ ლილი საუკეთესო დარაჯია. მეტიც, სანამ პატრონს ველოსიპედი ლილისთან აქვს "მიბარებული", ძაღლი მას თათებით ეყრდნობა და ისე იცავს.
როცა ლუი თავის საქმეებს დაასრულებს და ველოსიპედით სახლში მიდის, ლილიც უკან ჯდება და მიყვება მას.
"როდესაც ჩემს ველოსიპედს ქუჩაში ვტოვებ, ლილი იცავს მას და არ მეშინია, რომ ვინმე მოიპარავს."- ამბობს ლოუ.
ლილი იმდენად ჭკვიანია, რომ
"ის იმდენად ჭკვიანი ძაღლია, როცა ვესაუბრები, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ესმის. ვიღაცამ მის სანაცვლოდ შემომთავაზა 10.000 იენი (1.000 ევრო), თუმცა, ლილის გაყიდვა არც მიფიქრია და უარით გავისტუმრე ის ადამიანი."- ამბობს ლოუ.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს
ძაღლი, 24 საათის განმავლობაში, მერის მოვალეობას ასრულებდა
ძაღლს პატრონი ყოველ დღე სამსახურში დაყავს