10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში
10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში
ცხოველთა მოყვარულებმა იციან, რომ ყველა ძაღლი,განურჩევლად ჯიშისა, თბილი და მოსიყვარულეა. მნიშვნელოვანია მისი აღზრდის მეთოდი, გარემო-პირობები და ადამიანების დამოკიდებულება.

სპეციალისტები ძაღლებს შორის გამოყოფენ ყველაზე თბილ, მოსიყვარულე ჯიშებს, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანების დიდი სიყვარულითა და პატრონებისგანაც იმავეს მოითხოვენ.

10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში, სპეციალისტების აზრით:

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

არავისთვის უცხო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე თბილი, მოსიყვარულე ჯიშია. ეს ძაღლები საუკეთესო კოპანიონები არიან და მათში ყველაზე დაბალია აგრესიის დონე.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ეს ჯიში ბუნებით მოსიყვარულე ნატურაა. მას მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა. ოქროსფერ რეტრივერი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საუკეთესო დამხმარეა.

ბელდინგტონ ტერიერი

Zooclub

ბელდინგტონ ტერიერი სხვა ძაღლებთან შედარებით დამოუკიდებელი ნატურაა.
ამავე დროს, ის ძალიან რბილი ხასიათით გამოირჩევა. ის ყოველთვის ითხოვს ყურადღებასა და მოფერებას.

იტალიური გრეინჰუდი

Zooclub

ამ ჯიშს ძალიან მოსწონს ბავშვებთან თამაში. ისინი ენერგიული და მოსიყვარულე ძაღლები არიან.

წვეროსანი კოლი

Zooclub

ხშირად ამ ჯიშს მისი მხიარული ხასიათის გამო "ბედნიერ მწყემსს" უწოდებენ. მას ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. როდესაც ის გხვდებათ სიხარულით, მისი სახის გამომეტყველება ამბობს: "მე თქვენ არ გიცნობთ, თუმცა, მიყვარხართ."

კინგ ჩარლზ სპანიელი

Zooclub

ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში, რომელიც მოფერების შემთხვევაში ისე არ გაგიშვებთ, სანამ არ გაკოცებთ.

ბიშონ ფრიზი

Zooclub

ეს ჯიში სითბოს განსახიერებაა. გასაკვირი არაა, რომ მე-18 საუკუნეში, საფრანგეთის სამეფოში ძალიან პოპულარული ძაღლის ჯიში იყო.

ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი

Zooclub

თუ თქვენ არ გყოლიათ ამ ჯიშის ძაღლი, ნამდვილად გაოცდებით, როცა კარგად გაიცნობთ ამ ძაღლის ხასიათსა და მონაცემებს. ისინი უსინათლო ადამიანების საუკეთესო წინამძღოლები არიან და მოსიყვარულე ჯიშია, ისევე როგორც ლაბრადორი.

გერმანული დოგი

Zooclub

ნუ შეგაშინებთ მისი სიმაღლე და გამომეტყველება: რამდენადაც საშიშად გამოიყურება, იმდენად მოსიყვარულეა. ის პატარა ბავშვივით უწყინარი და მოსიყვარულე ცხოველია.



ბრიუსელური გრიფონი


Zooclub

ეს შარმიანი, მომხიბვლელი ძაღლის ჯიში, ვისაც კი შეხვედრია, ყველას გული დაუპყრია. ის ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ თავის სითბოსა და სიყვარულს არ გაგინაწილებთ.



ანია
უნარშეზღუდული არასწორია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?