10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში
10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში
ცხოველთა მოყვარულებმა იციან, რომ ყველა ძაღლი,განურჩევლად ჯიშისა, თბილი და მოსიყვარულეა. მნიშვნელოვანია მისი აღზრდის მეთოდი, გარემო-პირობები და ადამიანების დამოკიდებულება.

სპეციალისტები ძაღლებს შორის გამოყოფენ ყველაზე თბილ, მოსიყვარულე ჯიშებს, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანების დიდი სიყვარულითა და პატრონებისგანაც იმავეს მოითხოვენ.

10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში, სპეციალისტების აზრით:

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

არავისთვის უცხო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე თბილი, მოსიყვარულე ჯიშია. ეს ძაღლები საუკეთესო კოპანიონები არიან და მათში ყველაზე დაბალია აგრესიის დონე.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ეს ჯიში ბუნებით მოსიყვარულე ნატურაა. მას მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა. ოქროსფერ რეტრივერი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საუკეთესო დამხმარეა.

ბელდინგტონ ტერიერი

Zooclub

ბელდინგტონ ტერიერი სხვა ძაღლებთან შედარებით დამოუკიდებელი ნატურაა.
ამავე დროს, ის ძალიან რბილი ხასიათით გამოირჩევა. ის ყოველთვის ითხოვს ყურადღებასა და მოფერებას.

იტალიური გრეინჰუდი

Zooclub

ამ ჯიშს ძალიან მოსწონს ბავშვებთან თამაში. ისინი ენერგიული და მოსიყვარულე ძაღლები არიან.

წვეროსანი კოლი

Zooclub

ხშირად ამ ჯიშს მისი მხიარული ხასიათის გამო "ბედნიერ მწყემსს" უწოდებენ. მას ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. როდესაც ის გხვდებათ სიხარულით, მისი სახის გამომეტყველება ამბობს: "მე თქვენ არ გიცნობთ, თუმცა, მიყვარხართ."

კინგ ჩარლზ სპანიელი

Zooclub

ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში, რომელიც მოფერების შემთხვევაში ისე არ გაგიშვებთ, სანამ არ გაკოცებთ.

ბიშონ ფრიზი

Zooclub

ეს ჯიში სითბოს განსახიერებაა. გასაკვირი არაა, რომ მე-18 საუკუნეში, საფრანგეთის სამეფოში ძალიან პოპულარული ძაღლის ჯიში იყო.

ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი

Zooclub

თუ თქვენ არ გყოლიათ ამ ჯიშის ძაღლი, ნამდვილად გაოცდებით, როცა კარგად გაიცნობთ ამ ძაღლის ხასიათსა და მონაცემებს. ისინი უსინათლო ადამიანების საუკეთესო წინამძღოლები არიან და მოსიყვარულე ჯიშია, ისევე როგორც ლაბრადორი.

გერმანული დოგი

Zooclub

ნუ შეგაშინებთ მისი სიმაღლე და გამომეტყველება: რამდენადაც საშიშად გამოიყურება, იმდენად მოსიყვარულეა. ის პატარა ბავშვივით უწყინარი და მოსიყვარულე ცხოველია.



ბრიუსელური გრიფონი


Zooclub

ეს შარმიანი, მომხიბვლელი ძაღლის ჯიში, ვისაც კი შეხვედრია, ყველას გული დაუპყრია. ის ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ თავის სითბოსა და სიყვარულს არ გაგინაწილებთ.



elene
თამო,ამერიკული ტერიერი,ანუ ამსტაფი არის ერთგული და მოსიყვარულე ძაღლი ოჯახის ყველა წევრის მიმართ.ძალიან უყვარს ბავშვები.მე მყავს ერთი წლის ამსტაფი და ვიცი რასაც ვწერ.უზომოდ თბილია.ქუჩაში ყველა გემვლელს ვინც ეფერება ლოკავს.სახლშიც სიხარულით ხვდება სტუმარს.მეგობრობს სხვა ჯიშის ძაღლებთან,უყვარს თამაში.მაგრამ აქვს ერთი ნაკლი ვერ იტანს კატებს.თუმცა თუ ლეკვობიდან მიაჩვევ კატასთან ურთიერთობას, მეგობრობს მასთან.
kiki
ნინო ბრიუსელური გრიფონი და იორკშერ-ტერიერი ერთმანეთისგან განსხვავდება, სხვადახვა ჯიშებია
heheee
ანია,შენ ალბათ რომელიღაც ორგანიზაციაში კარგად ასრულებ პიტ-ბულ ტერიერის როლს ან სახლში ეზოს ქოფაკის როლს.
tamo
ამერიკული ტერიერი პატრონისადმი ერტგული არის მაგრამოჯახის დზაგლად არ გირჩევტ მიტუმეტეს ტუ პატარა ბავშვები გყავთ.
nino
ბრიუსელური გრიფონი პირველად მესმის მე მყავდა ეს ჯიში და მას საბუთებში იორკშერ-ტერიერი ეწერა.ისე სინამდვილეში ძალიან მოსიყვარულეა და ერგთულია.იმ პერიოდში ხშირად მიწევდა "მგზაურობა" და ერთხელაც დიდხანს რომ ვეღარ დავბრუნდი ნერვიულობით და დარდით გული გაიხეთქაა:((:((:((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?