ძაღლს პატრონი ყოველ დღე სამსახურში დაჰყავს
ძაღლს პატრონი ყოველ დღე სამსახურში დაჰყავს
ქალაქ მარუში (ჩინეთი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცმა, სახელად მა ნაომ და მისმა ძაღლმა ადამიანების დიდი ყურადღება მიიქციეს . მას შემდეგ, რაც ქალაქის მცხოვრებლები ყოველდღიურად უყურებენ, როგორ დაყავს ძაღლს თავისი პატრონი სამსახურში.

ნაომ ბავშვობაში მძიმე დაავადება - პოლიომელიტი გადაიტანა და მას შემდეგ ქვედა კიდურებზე გრძნობელობა დაკარგა. მამაკაცს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მას ფული არ აქვს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის განკუთვნილი ეტლი შეიძინოს და თავისი ხელით შექმნა გადასაადგილებელი მოწყობილობა. ხელნაკეთი "ეტლი" არც ისეთი კომფორტული აღმოჩნდა, ამიტომ მამაკაცს თავისი ერთგული ძაღლი ეხმარება.

ნაო ფეხსაცმლის ატელიეში
მუშაობს, ძაღლი კი, რომლის სახელიც შეიძლება გადავთარგმნოთ, როგორც "დიდი ყვითელი", მას სამსხურამდე მისვლაში ეხმარება.

Zooclub

მას
შემდეგ, რაც ნაოს და მისი ძაღლის ისტორია გაზეთში დაიბეჭდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამაკაცს დაუნიშნა პენსია და აჩუქა  ეტლი, თუმცა, ნაო თვლის, რომ თავისი ხელნაკეთი "ურიკა" უფრო მეტად კომფორტულია მისთვის და დღემდე ძაღლის დახმარებით დადის სამსახურში. ოთხფეხა მეგობარი ურიკას აწვება და ასე მიყავს პატრონი სამსახურამდე.

ასევე იხილეთ: 

ძაღლი ზრუნავს პატარა გოგონაზე

დიდ ბრიტანეთში ექიმს კიბოს დიაგნოზის დასმაში ძაღლი ეხმარება

როგორ ეხმარება ძაღლი ოჯახის მოხუც წევრებს

liza
ამას ადამიანი არ გააკეთებს რასაც ეს ძაღლი აკეთებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?