მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
პიტ-ბულს, სახელად ჯეკის ნამდვილად არ გაუმართლა პატრონის არჩევაში, რადგან ის შობის წინა დღეს სამუდამოდ დატოვეს კალიფორნიის თავშესაფარში. სამწუხაროდ, არა ერთი პატრონი ტოვებს თავის ძაღლს თავშესაფარში და ჯეკი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, თუმცა, მან იმდენად განიცადა პატრონებთან განშორება, რომ თვით თავშესაფრის თანამშრომლებიც კი განიცდიდნენ მის მდგომარეობას.

"როდესაც მოსაღამოვდა, მომესმა ტირილის ხმა, თავიდან ადამიანი მეგონა, ხმას გავყევი, შევედი ძაღლების სამყოფელში და ვხედავ, ჯეკი ადამიანივით ტიროდა. მივუახლოვდი და თვალებიდან ცრემლებიც მოსდიოდა. წლებია, თავშესაფარში ვმუშაობ და ძალიან განვიცდი, როდესაც ძაღლებს ტოვებენ, თუმცა, მსგავსი არაფერი
მინახავს. როდესაც ჩავხედე თვალებში, დიდი სევდა იყო, თავი ჩაღუნა და ტირილი გააგრძელა."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

ჯეკი განიცდიდა, რომ ადამიანმა, რომელიც ამდენ ხანს უვლიდა, უცხო გარემოში მიატოვა. მას ხომ ეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარებდნენ. მომვლელების თქმით, ის თითქოს ყველაფერს აღიქვამდა, რაც მის თავს ხდებოდა.

იმის მერე, რაც ძაღლის ამბავი გავრცელდა, 2 წლის ჯეკი ძალიან პოლულარული გახდა და სულ მალე, მან ახალი თბილი ოჯახი იპოვა.

Zooclub

ძაღლს ინტერნეტსივრცეში ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მისი აყვანა არა ერთ ადამიანს სურდა, თუმცა, "მგრძნობიარე" ჯეკს თავშესაფარმა საუკეთესო ოჯახი შეურჩია.

ასევე იხილეთ:

ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ

თიო
bachanaaaaaaaaaa ნაგაზები ძალიან ცუდად იტანენ მიტოვებას.. კარგი იქნება, თუ 3X5 მეტრზე შემოუღობავთ და იქ გაუკეთებთ სახლს - დღისით იქ იქნება და ღამით გამოუშვებთ ეზოში. მხოლოდ ერთს გთხოვთ მთელი გულით, თუ მაინც მის მოცილებას გადაწყვეტთ - არასოდეს ჩააბაროთ თავშესაფარში! იქ აუცილებლად დაიღუპება! გააჩუქეთ ყველაზე კარგ ხელში! და ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება როგორ იქნება ახალ პატრონთან!
tina
ჩემ შვილს ყავს პუდელი ერთი წლის იყო მაშინ,ჩემი შვილი წავიდა დღენახევრით, ძაღლთან მე დავრჩი.პატრონი ღამე,რომ არ მოვიდა,მეორე დღეს არაფერი არ ჭამა, მოიკლა თავი მშიერი. მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა და გზას უყურებდა.ძაღლმა ასეთი ჯავრი თუ იცოდა არ ვიცოდი.
bachanaaaaaaaaaa
მე მყავს ხვადი,გერმანული სუფთა სისხლის ნაგაზი-2 წლის.ძალიან დიდი და ძლიერია.ისეთი მოსიყვარულეა,სულ თამაში უნდა,ბავშვი და ბებო ეზოში ვერ გამოდიან,არ იკბინება და გიჟდება ოჯახის წევრებზე მაგრამ რომ დათბება ბავშვს შინ ვერ გავაჩერებ და იძულებული ვიქნები-ვინმეს ვაჩუქო.ამაყია,დაბმული სულ ყეფს.ისე კი მთელი ღამე ეზოს უხმაუროდ იცავს.ძალიან გული მწყდება მაგრამ-შემეხმიანეთ და მეილზე ფოტოს გამოგიგზავნით.ტ.5 91 68 37 68 ნინო
ეკატერინე
ცოდო არაა საცოდავი ძაღლი, წარმომიდგენია რა სტრესი გადაიტანა. თუ აიყვან და პასუხისმგებლობას აიღებ ცხოველზე, მას ბოლომდე უნდა უერთგულო. როცა მოგინდება მაშინ, არ შეიძლება ფეხი ჰკრა და ქუჩაში გააგდო. ის ხომ განიცდის ამას.
samcuxarod!
მეც ძალიან მიყვარს ძაღლები და სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სწორედ ისეთ ადამიანებს არ აქვთ ფული, ვისაც შეუძლიათ ამ ცხოველების მადლი მოისხან!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?