"როდესაც მოსაღამოვდა, მომესმა ტირილის ხმა, თავიდან ადამიანი მეგონა, ხმას გავყევი, შევედი ძაღლების სამყოფელში და ვხედავ, ჯეკი ადამიანივით ტიროდა. მივუახლოვდი და თვალებიდან ცრემლებიც მოსდიოდა. წლებია, თავშესაფარში ვმუშაობ და ძალიან განვიცდი, როდესაც ძაღლებს ტოვებენ, თუმცა, მსგავსი არაფერი
ჯეკი განიცდიდა, რომ ადამიანმა, რომელიც ამდენ ხანს უვლიდა, უცხო გარემოში მიატოვა. მას ხომ ეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარებდნენ. მომვლელების თქმით, ის თითქოს ყველაფერს აღიქვამდა, რაც მის თავს ხდებოდა.
იმის მერე, რაც ძაღლის ამბავი გავრცელდა, 2 წლის ჯეკი ძალიან პოლულარული გახდა და სულ მალე, მან ახალი თბილი ოჯახი იპოვა.
ძაღლს ინტერნეტსივრცეში ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მისი აყვანა არა ერთ ადამიანს სურდა, თუმცა, "მგრძნობიარე" ჯეკს თავშესაფარმა საუკეთესო ოჯახი შეურჩია.
ასევე იხილეთ:
ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში
თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო
მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ