მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს
პიტ-ბულს, სახელად ჯეკის ნამდვილად არ გაუმართლა პატრონის არჩევაში, რადგან ის შობის წინა დღეს სამუდამოდ დატოვეს კალიფორნიის თავშესაფარში. სამწუხაროდ, არა ერთი პატრონი ტოვებს თავის ძაღლს თავშესაფარში და ჯეკი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, თუმცა, მან იმდენად განიცადა პატრონებთან განშორება, რომ თვით თავშესაფრის თანამშრომლებიც კი განიცდიდნენ მის მდგომარეობას.

"როდესაც მოსაღამოვდა, მომესმა ტირილის ხმა, თავიდან ადამიანი მეგონა, ხმას გავყევი, შევედი ძაღლების სამყოფელში და ვხედავ, ჯეკი ადამიანივით ტიროდა. მივუახლოვდი და თვალებიდან ცრემლებიც მოსდიოდა. წლებია, თავშესაფარში ვმუშაობ და ძალიან განვიცდი, როდესაც ძაღლებს ტოვებენ, თუმცა, მსგავსი არაფერი
მინახავს. როდესაც ჩავხედე თვალებში, დიდი სევდა იყო, თავი ჩაღუნა და ტირილი გააგრძელა."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

ჯეკი განიცდიდა, რომ ადამიანმა, რომელიც ამდენ ხანს უვლიდა, უცხო გარემოში მიატოვა. მას ხომ ეგონა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარებდნენ. მომვლელების თქმით, ის თითქოს ყველაფერს აღიქვამდა, რაც მის თავს ხდებოდა.

იმის მერე, რაც ძაღლის ამბავი გავრცელდა, 2 წლის ჯეკი ძალიან პოლულარული გახდა და სულ მალე, მან ახალი თბილი ოჯახი იპოვა.

Zooclub

ძაღლს ინტერნეტსივრცეში ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მისი აყვანა არა ერთ ადამიანს სურდა, თუმცა, "მგრძნობიარე" ჯეკს თავშესაფარმა საუკეთესო ოჯახი შეურჩია.

ასევე იხილეთ:

ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო

მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ

sal
პიტბული სახლში არც უნდა გააჩერო , გადაეხედეთ რამდენი პატრა არის გარდაცვლილი პიტბულის აგრესიით
Likuna
მეც მყავს ძაღლი უზომოდ მიყვარს ვერ წარმომიდგენია როგორ ტოვებენ განსაკუთრებული სითბო ჭირდებათ ყველა ცხოველს!!!!
liza
მაპატიეთ, ზოგი ამას სიგიჟედ თვლის მაგრამ ადამიანებზე მეტად ცხოველები მიყვარს.
nini
ძაღლი მყავდა შარიკა,ძალია მიყვარდა,ბებია-ბაბუა რომ დამეღუპა სახლში მარტო დარჩა,მე ხშირად მართალია აღარ ჩავდიოდი და მეზობელს მივაბარეთ,მაგრამ მამაჩემის მანქანის ხმას რომ გაიგებდა მორბოდა სიხარულით,რომ ვტიროდი მლოკავდა და მეხუტებოდა,ადამინზე უკეთესი იყო((( რამდენიმე წელია აღარ არის ცოცხალი და ძალიან მენატრება მართლა,რამდენი ძაღლის არ მივიყვანეთ მას მერე მასავით ვერც ერთი ვერ შევიყვარე,ის განსაკუთრებული იყო
ZeBo
12 წელი და 2 თვე მყავდა პიტ ბული..18 დღის იყო რო შევიძინე.. თითქმის 3 თვე მელოდებოდა სანამ უკრაინიდან ჩამოვედი.. ჩამოსვლის დღიდან ფეხიდან არ მცილდებოდა,ძლივს დადიოდა..ღამით თავის ჟიხურში წვებოდა.. ტკივილით შევცქეროდი მის ესეთ მდგომარეობას მაგრამ დასაძინებლად ვერ გავიმეტე.. 4 დღე იცოცხლა ჩემი ჩამოსვლიდან.. დარწმუნებული ვარ რო ჩემს დაბრუნებას ელოდებოდა... თუ არ ხართ მზად ძაღლი დაიმეგობროთ და მასთან ერთად ბევრი დრო გაატაროთ,საერთოდ ნუ აიყვანთ ძაღლს..!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?