დაკარგული ძაღლი სახლიდან 4 ათასი კილომეტრის დაშორებით იპოვეს
დაკარგული ძაღლი სახლიდან 4 ათასი კილომეტრის დაშორებით იპოვეს
ლეკვი, სახელად პენი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, პატრონებმა სახლიდან თითქმის 4 ათასი კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ის ვაშინგტონის ქუჩებში სეირნობის დროს დაიკარგა.

პატრონებს ეგონათ, რომ ძაღლი მოიპარეს. მათ შექმნეს "Facebook"-ის გვერდი, რომელსაც დაარქვეს "დააბრუნეთ პენი შობას სახლში".

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკარგული ცხოველი ვეტერინარებმა სახლიდან საკმაოდ დიდი დაშორებით იპოვეს და არავინ იცის, როგორ მოხვდა ცხოველი ამ ადგილზე. მათ ჩიპის დახმარებით მიაკვლიეს ძაღლის პატრონებს.

სოციალური ქსელის მეშვეობით ეს ამბავი ავიაკომპანია Alaska Airlines-ის თანამშრომლებმაც გაიგეს. მათ პენის პატრონებს თავისი მომსახურება შესთავაზეს და ძაღლი სახლში დააბრუნეს.

პენის ოჯახმა "Facebook"-ით
ყველას, ვისაც გული შესტკიოდა და  ვინც მონაწილეობდა ძაღლის ძებნაში, მადლობა გადაუხადა.


ასევე იხილეთ:

სახლში დაბრუნებული ცხოველები

გოგონამ ერთი წლის წინ, ტაიფუნის დროს დაკარგული ძაღლი იპოვა


გერმანიაში 150 000 ევროდ ღირებული შინაური მტრედი მოიპარეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?