ძაღლის 10 თხოვნა ახალ პატრონს (+ვიდეო)
ძაღლის 10 თხოვნა ახალ პატრონს (+ვიდეო)
ადამიანების უმეტესობამ იცის, როდესაც ოჯახს ახალი ბინადარი ჰყავს, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ნაწილობრივ იცვლება.

ეს 10 რჩევა შესაძლოა, არ იცოდეთ, თუმცა,  მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როცა სახლში ძაღლი მოგყავთ. ამიტომ სასურველია, მიაქციოთ ყურადღება ან ურჩიოთ თქვენს ახლობელს, რომელსაც სურვილი აქვს ძაღლის აყვანის.


10 რამ, რასაც თქვენი ახალი ბინადარი ცდილობს გითხრათ:

1. "დიდი მადლობა, რომ ჩემზე მზრუნველობის სურვილი გაქვს."

2. "გამაცანი ის ადამიანები, ვისთანაც შენ ხშირი ურთიერთობა გიწევს."

3. "მე აუცილებლად მჭირდება ყელსაბამი (ე.წ. Dog-Tag-ი) ყველა საჭირო ინფორმაციით. თუ დავიკარგები, იოლი იქნება ჩემი პოვნა."

4. "მინდა, მყავდეს
ისეთი ვეტერინარი, ვისი ნდობაც შენ გექნება, რათა ვიყო ჯანმრთელი და ბედნიერი."

5. "არ დაგავიწყდეს, რომ მე
აუცილებლად მჭირდება ყოველდღიური ვარჯიში."

6. "მე ძალიან მიყვარს ის საკვები, რასაც შენ მიირთმევ, თუმცა, ჩემი ჯანმრთელობისთვის მაჭამე მხოლოდ ძაღლის საკვები."

7. "ჩემთვის სასარგებლოა ახალი წყალი. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით ჩემს ჯამში წყლის გამოცვლა."

8. "გთხოვ, არ მეჩხუბო, თუ ვერ მივხვდი სად მოვისაქმო. მიმითითე და მალე შევეჩვევი."

9. "ვიცი,  დაკავებული ხარ, თუმცა, აუცილებელია ყოველდღიურად, ჩემთვისაც გამონახო დრო, რომ გამასეირნო." 

10. "გთხოვ, იყავი მომთმენი. მე ნელ-ნელა გეჩვევი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩემი ნდობაც შეგიძლია და შენ ჩემი გულის ნაწილი იქნები სამუდამოდ."

იხიელთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

კატა, რომ ბედნიერი იყოს

რა არ მოსწონს პატრონისგან ძაღლს?

საინტერესო ფაქტები ძაღლებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?