დერბიმ ახალი 3D პროტეზების წყალობით, პირველად განიცადა სიხარული სირბილისას (+ვიდეო)
დერბიმ ახალი 3D პროტეზების წყალობით, პირველად განიცადა სიხარული სირბილისას (+ვიდეო)
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დერბი ცოტა არასრულფასოვანი ძაღლია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცხოვრებაში არ გინახავთ.
“იგი ყველაზე სიცოცხლისმოყვარული ძაღლია მათ შორის, ვისაც კი ვიცნობდი”, - ამბობს დერბის ახლანდელი პატრონი, შერი პორტანოვა. მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც შერიმ დერბი ნახა, მისი საქმე ძალიან ცუდად იყო.

დერბი განუვითარებელი წინა თათებით დაიბადა. მთლიანობაში, ის ჯანმრთელი ძაღლი იყო, მაგრამ ეს პატარა განსხვავება მას არ აძლევდა საშუალებას, სრულფასოვანი ცხოვრებით ეცხოვრა. მისმა ძველმა პატრონებმა გადაწყვიტეს დერბის მოშორება და იგი ადგილობრივ თავშესაფარში ჩააბარეს. მაგრამ, საბედნიეროდ, იქ მან ახალი პატრონი
მალევე იპოვა. დერბი შეხვდა ად
ამიანს, რომელმაც არა მხოლოდ გადაარჩინა მისი სიცოცხლე, არამედ ბევრად უკეთესი გახადა.

ამ ადამიანს ტარა ანდერსონი ერქვა. ტარა მსხვილი კომპანიის დირექტორი იყო და 3D ბეჭდვით იყო დაკავებული. როდესაც მან დერბის ისტორია შეიტყო, მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა შეეტანა წვლილი ამ ძაღლის გადარჩენაში და მისთვის სიცოცხლის მეორე შანსი მიეცა.

როგორც კი ტარამ დერბი შეიფარა, მაშინვე შეიძინა ინვალიდის სავარძელი, რათა ძაღლს შეძლებოდა თავისუფლად გადაადგილება. სწორედ მაშინ მას მოუვიდა იდეა, რომ მისი კომპანიის თანამშრომლებს დერბისთვის რაღაც შედარებით სრულყოფილი შეექმნათ.

პროფესიონალები პროტეზზე მუშაობას შეუდგნენ. დიზაინერებმა არჩევანი შეაჩერეს ოვალური ფორმის პროტეზებზე, რომლებიც ყოველთვის ამ ძაღლის აღნაგობასთან იქნებოდა შესაბამისობაში.

ყველაფერთან ერთად დერბის კიდევ ერთი ბედნიერება ეწვია - იგი ახალმა მოყვარულმა ოჯახმა შეიფარა. ახლა იგი უბედნიერესი ძაღლია მსოფლიოში!

და აი, დადგა დღე, როდესაც დერბის შეეძლო, გამოეცადა თავისი ახალი პროტეზები და პირველად ცხოვრებაში განეცადა შეუდარებელი სიხარული სირბილისგან.

“შეუძლებელია სიტყვით გადმოცემა იმ გრძნობისა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, როდესაც პირველად ვნახეთ, როგორ დარბის დერბი თავისი ახალი თათებით. ძაღლი უბედნიერესია, რადგან შეუძლია სირბილი და ჩვენც ბედნიერები ვართ მასთან ერთად”, - ამბობს შერი.

მასე მერე, რაც დერბიმ მოძრაობის სრული თავისუფლება შეიძინა, მისი გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია!

ნახეთ, უბედნიერესი ძაღლი მსოფლიოში!

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?