პატრონმა რომ გაიგო ძაღლს დამბლა ჰქონდა, მისი მოშორება გადაწყვიტა (+ვიდეო)
პატრონმა რომ გაიგო ძაღლს დამბლა ჰქონდა, მისი მოშორება გადაწყვიტა (+ვიდეო)
როდესაც ზევსი სულ პატარა იყო, უცნაური სიმპტომები გამოუვლინდა. ასევე პატრონები შეაშფოთა მის ტანზე გაჩენილმა პატარა წამონაზარდმა. დროთა განმავლობაში საბრალო ძაღლს დამბლა განუვითარდა. იმის მაგიერ, რომ ძაღლი ვეტერინარის კლინიკაში მიეყვანათ, სადაც მას სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ, პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ასეთი არასრულფასოვანი ძაღლი არ სჭრდებოდათ და ის უბრალოდ გადააგდეს.

საბედნიეროდ, ძაღლს არ მოუწია დიდხანს ლოდინი. მერფისბოროს (ილინოისის შტატი) ცხოველების გადარჩენის ცენტრის მოხალისეებმა ძაღლი საკუთარი მეურვეობის ქვეშ აიყვანეს. მათ ესმოდათ, რომ ძაღლის გადასარჩენად საჭირო იყო ოპერატიული მოქმედება მანამდე,  სანამ მას შემფარებელ ოჯახს მოუძებნიდნენ.

Zooclub

ზევსის ახალმა
დედობილმა ლინდა კიუტერმა, პირველ რიგში, ის ვეტერინართან მიიყვანა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ დამბლა რაღაც ვირუსმა გამოიწვია.

ზევსმა სტეროიდების და ანტიბიოტიკების მიღება დაიწყო, ასევე კუნთების გასამაგრებლად და მობილურობის ასამაღლებლად გაიარა ფიზიოთერაპიის კურსი.

ლინდამ, როგორც ექიმმა ფიზიოთერაპევტმა ზევსის მკურნალობა საკუთარ თავზე აიღო. ყველაფერი აუზში შესრულებული ვარჯიშებით დაიწყო. იმის გამო, რომ ზევსი თავად ვერ მოძრაობდა, ლინდა ეხმარებოდა მოძრაობაში და ავარჯიშებდა მის კიდურებს.

Zooclub

ზევსმა ნელ-ნელა ცურვა საკუთარი ძალებით შეძლო. დროთა განმავლობაში, მან ასევე მკვრივ ზედაპირზე დაიწყო ხოხვა.

როდესაც ზევსი საბოლოოდ ფეხზე დადგა, ლინდამ გადაწყვიტა, facebook-ით შეგროვებული თანხით ზევსისთვის ინვალიდის ეტლი შეეძინა.

მძიმე მომენტებიც იყო, მაგრამ მამაცი ზევსი არასოდეს ნებდებოდა… დღეს მას ადვილად შეუძლია გადაადგილება ინვალიდის ეტლის გარეშეც.

ლინდამ შეიფარა და მოუარა საბრალო ძაღლს და ახლა მისი წყალობით, ზევსმა კვლავ შეძლო დამოუკიდებლად სირბილი, კიბეზე ასვლა, მანქანაში ახტომა და სიცოცხლის ყველა სიხარულის შეცნობა. ამ ეშმაკუნას ცხვირწინ ბუტერბროდის აცლაც კი შეუძლია. ზევსი ძველებურად იღებს სტეროიდებს და გადის ფიზიოთერაპიის კურსს, მაგრამ ეს ძაღლს ხელს არ უშლის სიცოცხლის სიხარულში. მის ახალ ოჯახს შეუძლია იამაყოს, რომ ამ ძაღლს სიცოცხლის მეორე შანსი აჩუქა.

თუ მოხდა ისე, რომ თქვენი შინაური ცხოველი ავად გახდა, არასოდეს თქვათ უარი მასზე, არამედ იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და გაუწოდეთ დახმარების ხელი. საჭიროა, მუდამ გვახსოვდეს მარადიული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მივიჩვიეთ.

იხილეთ ვიდეო
ნანა
თქვენ გაიხარეთ, კარგო ადამიანო, რა კარგი ქენით რომ უმკურნალეთ საბრალოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?