ლეკვებმა ინვალიდ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს (+ვიდეო)
ლეკვებმა ინვალიდ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს (+ვიდეო)
ძაღლი, სახელად ტონი მძიმედ დაშავდა, როდესაც მატარებელმა მას ფეხზე და სახის ნაწილზე გადაუარა, თუმცა ამ ავარიის შემდეგ, მისი გადარჩენაც ნამდვილი სასწაული იყო. საბედნიეროდ, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ Animal Aid Unlimited-მა იპოვა და შეიფარა, ასევე მისი მკურნალობაც სრულად დააფინანსა.

საცოდავ ტონის ორი ოპერაცია, მათ შორის ფეხის ამპუტირება და რამდენიმე კვირა გამოჯანმრთელებისთვის დასჭირდა. ძაღლს თავიდან მოძრაობაც კი უჭირდა. ის მხოლოდ მაშინ დგებოდა, როდესაც საკვები მიჰქონდათ მისთვის. ერთ დღეს მომვლელმა მას გააცნო ასევე გადარჩენილი ლეკვები, რომლებიც იმავე თავშესაფარში ბინადრობენ, სადაც ტონი.

ტონის მომვლელს უნდოდა, რომ
ამ სასოწარკვეთილი ძაღლისთვის რამენაირად სიცოცხლე გაეხალისებინა. ლეკვებს ეს კარგად გამოუვიდათ. ტონის პატარა არსებებმა მართლაც, რომ
სიცოცხლის ხალისი აჩუქეს.

თავშესაფრის თანამშრომლებს ისინი არ დაუშორებია ერთმანეთისთვის, რადგან ეს ტონისთვის ძალიან კარგი მკურნალობის თერაპიაა, მისი ფსიქიკა ძალიან დათრგუნულია და მომვლელს იმედი აქვს, რომ ეს პატარა ლეკვები მას დაეხმარებიან და ბედნიერებას მიანიჭებენ თავისი ხალისიანი დამოკიდებულებით.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: 

ძაღლი, რომელსაც ენა ყოველთვის გარეთ აქვს

აკვარიუმის თევზი რომელიც ვერ ცურავს

ძაღლები უნარშეზღუდულ ადამიანებს ეხმარებიან

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?