პიტბული, რომელიც თავის გაქნევით კის და არას "ამბობს" (+ვიდეო)
პიტბული, რომელიც თავის გაქნევით კის და არას "ამბობს" (+ვიდეო)
ადამიანი, რომელსაც სახლში ოთხფეხა ბინადარი ჰყავს, ყოველთვის ესაუბრება მას, შენიშვნას აძლევს, თბილი სიტყვებით ეფერება ან რამეს ეკითხება. ჩვენი ცხოველები ყველაზე კარგად გვიგებენ, საუკეთესო მსმენელები და დარდის გამზიარებელნიც არიან.

თუმცა, გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, რას ფიქრობენ ისინი, როდესაც ჩვენ რაიმეს ვეკითხებით? მაგალითად, გვეთახმება ის, თუ არა.

მეცნიერების თქმით, ცხოველებს მხოლოდ მარტივი სიტყვების დამახსოვრება შეუძლიათ. მაგალითად: "წამოდი", "დაჯექი" , "ადექი" და ა.შ. 

თუმცა, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც პიტ ბული ძალიან ჭკვიანი თვალებით უყურებს პატრონს, უსმენს მას და თითქმის ყველა კითხვაზე თავისი პასუხი გააჩნია.

ძალიან გაუმართლა ძაღლის პატრონს, რომ ასეთი ჭკვიანი ბინადარი  ჰყავს, რომელსაც შეუძლია, თავის დაქნევით თანხმობა და
უარყოფა გამოხატოს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ცხოველები პროთეზით

ცხოველები, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ

ფოტოები და გიფები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ძაღლები საოცარი არსებები არიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?