ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლმა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლმა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
ამერიკულ ქალაქ ატლანტაში, ძაღლმა სროლის დროს ბავშვი გადაარჩინა.

როგორც "Fox News" იტყობინება, ინციდენტი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან არსებულ მანქანის გასაჩერებელ ადგილზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ორ მძღოლს შორის კონფლიქტის დროს, ერთ-ერთმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო და მეორე ადამიანის მანქანის მხარეს ცეცხლი გახსნა. ამ დროს მანქანაში ქალი, სამი ბავშვი და ძაღლი იჯდა.

თვითმხილველთა ცნობით, ძაღლი, სახელად ნოი ერთ-ერთი ბავშვისკენ გადახტა და უეცრად, ტყვია მოხვდა. ძაღლმა ბავშვის სიცოცხლე იხსნა. გერმანული ნაგაზი მიღებული ჭრილობისგან დაიღუპა. სხვა დაღუპული, თუ დაზიანებული არ არის.

როგორც ცნობილი გახდა, ადამიანი, ვინც ცეცხლი გახსნა არ
დაუკავებიათ.

Fox News
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?