გოგონამ ერთი წლის წინ, ტაიფუნის დროს დაკარგული ძაღლი იპოვა
გოგონამ ერთი წლის წინ, ტაიფუნის დროს დაკარგული ძაღლი იპოვა
გოგონამ დაკარგული ძაღლი ერთი წლის შემდეგ იპოვა. ცხოველი 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში, ძლიერი ტაიფუნი “ხაიანის” დროს დაიკარგა. ამის შესახებ "Agence France-Presse" იუწყება.

მეტისი ძაღლი, სახელად ყურცქვიტა (Bunny) ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი ნაგვის ბაკთან აღმოაჩინეს, სადაც ცხოველი საკვებს ეძებდა.

“ჩვენ დავინახეთ ჭუჭყიანი, უსახლკარო ძაღლი, რომელიც ჩვენს ყურცქვიტას ჰგავდა. მას დავუძახე, რაც ძაღლს ძალიან გაუხარდა”, - ყვება ქალაქ ტაკლობანის მცხოვრები (ფილიპინები) ეილინ მეტრანი.

მეტრანის ოჯახმა სახლი 2013 წლის ნოემბერში მიატოვა. შენობაში სამი ძაღლი დარჩა. მას შემდეგ, რაც ტაიფუნმა გადაიარა, პატრონები ცხოველების წასაყვანად დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ
სამიდან ორი ძაღლი დაიხრჩო. მეტრანებმა ნათესავებს გადარჩენილი ძაღლის მოვლა სთხოვეს, თავად კი ქალაქიდან კვლავ წავიდნენ.
მორიგი შტორმის შემდეგ, ცხოველი დაიკარგა.

ტაიფუნი “ხაიანი” 2013 წლის 8 ნოემბერს, კუნძულის ცენტრალურ ნაწილს თავს დაატყდა. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 314 კმ/სთ შეადგინა, ტალღების სიმაღლე კი, 7 მეტრს უტოლდებოდა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულად და უგზოუკვლოდ დაკარგულად 7 350 ადამიანი ითვლება.



KIKI
რა კარგია ყურცქვიტა რომ იპოვეს თავისმა პატრონებმა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?