დიდ ბრიტანეთში ექიმს კიბოს დიაგნოზის დასმაში ძაღლი ეხმარება
დიდ ბრიტანეთში ექიმს კიბოს დიაგნოზის დასმაში ძაღლი ეხმარება
დიდ ბრიტანეთში ძაღლს ჯილდო იმისთვის გადაეცა, რომ ის თავის ექიმ პატრონს კობოს დიაგნოსტირებაში ეხმარება. ლაბრადორის ჯიშის ძაღლმა, სახელად დეიზიმ უკვე 551 პაციენტს დაუსვა დიაგნოზი.

ექიმმა გლერ გესტმა თავის ძაღლს ასწავლა შარდის დიაგნოსტირება ყნოსვით და დაავადებულსა და ჯანმრთელი პაციენტების სუნთქვით დაავადების დადგენა. ძაღლის წვრთნა ჯერ კიდევ მისი ლეკვობის ასაკიდან დაიწყეს. ძაღლს 300-ჯერ უკეთესი ყნოსვის უნარი აქვს, ვიდრე ადამიანს, სწორედ ეს ეხმარება დეიზის კიბოს დაავადების დადგენაში. მის მიერ გამოვლენილი დიაგნოზიდან 93 % ზუსტად დაემთხვა.
მეტიც, დეიზი თავის 50 წლის პატრონს კიბოს დამარცხებაში დაეხმარა (ძაღლი
დროულად მიხვდა პატრონის დაავადებას). 

Zooclub

"დეიზი ხშირად ჩემს მკერდთან ახლოს მოდიოდა, როდესაც მას ვიშორებდი, ის თავს არ
მანებებდა. როცა მხედავდა, ფორიაქს იწყებდა. ეს მის ბუნებრივ საქციელს არ ჰგავდა. რამდენიმე ხანში, მკერდის არეში კვანძები შევნიშნე. თავიდან ექიმები მარწმუნებდნენ, რომ ეს უმნიშვნელო და ჯანმთელობისთვის უვნებელი კისტაა, თუმცა გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ სიმსივნე ავთვისებიანი იყო. დეიზი დამეხმარა, აღმომეჩინა კიბო ადრეულ სტადიაში. საბედნიეროდ, მოვასწარი და ოპერაცია დროულად გავიკეთე. ასე რომ, ჩემმა ოთხფეხა მეგობარმა სიკვდილისგან მიხსნა."-იხსენებს ექიმი გესტი (დეიზის პატრონი).

დეიზი საპატიო მედლით (Blue Cross) დააჯილდოვეს, ამ ჯილდოს გადასცემენ იმ ცხოველებს, რომლებსაც ადამიანების კეთილდღეობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.
დღეს დეიზი იმ 12 ძაღლისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომლებმაც სიმსივნის დიაგნოზის გამოვლენაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა უსინათლო კაცი სიკვდილისგან იხსნა

სახლი კატის გარეშე - სახლი ბედნიერების გარეშე!

"თუ ცხოველი ჯანმრთელია, მისი ბეწვი საშიში არ არის"

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?