პარალიზებულ ლეკვს სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, მაგრამ განგებამ ის არ გასწირა
პარალიზებულ ლეკვს სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, მაგრამ განგებამ ის არ გასწირა
შვებულებიდან ყველას უყვარს სახლში რაღაცის ჩამოტანა. სამახსოვრო სუვენირი მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ადამიანებს, როგორც წესი, სახლში რაღაც ნივთი ჩამოაქვთ, მაგნიტი მაცივარზე ან მაისური, მაგრამ ვებგვერდ "Reddit"-ის მომხმარებელ, მეგან მენმანს გასნხვავებული აზრი ჰქონდა იმაზე, თუ რა სახის სუვენირი უნდა ჩამოეტანა სახლში.

ტაილანდში დასვენების დროს, სანაპიროზე სეირნობისას, მეგანმა ლეკვი დაინახა, რომელიც უკანასკნელი ძალით მიათრევდა სხეულს. მისი უკანა თათები მთლიანად პარალიზებული იყო, რადგან მას მოტოციკლმა გადაუარა, ყოფილმა პატრონებმა კი ქუჩაში გამოაგდეს.

Zooclub

ძაღლი ძლივს სუნთქავდა. მიწაზე განუწყვეტელი ხახუნის გამო, მუცელზე უამრავი ჭრილობა ჰქონდა. ამ
ყველაფერთან ერთად, უამრავი მკბენარი ესეოდა.

Zooclub

თუმცა, მეგანს მხოლოდ ერთი შეხედვა დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს
პატარა საუკეთესო ძაღლი იყო დედამიწაზე.

Zooclub

ის ცხოველების რამოდენიმე თავშესაფარს დაუკავშირდა, მაგრამ ძაღლი მათგან ვერც ერთმა მიიღო. ამიტომ მეგანმა გადაწყვიტა ლეკვის სახლში, კანადაში წაყვანა.

Zooclub

მან ლეოს (ასე დაარქვა ლეკვს) ახალ სახლში ტრანსპორტირებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა.

Zooclub

ახალ სახლში ლეომ იგრძნო, რომ ის უყვარდათ და სჭირდებოდათ.

Zooclub

მეგანის მიერ ორგანიზებული სახსრების შეგროვების კომპანიის, ასევე ლეოს დახმარების მსურველი ათობით ადმაიანის დახმარებით, ძაღლს მკურნალობის აუცილებელი კურსი ჩაუტარდა და ახლა ის სრულიად ჯანმრთელია, თუ არ ჩავთვლით უკანა ფეხებს. თუმცა ეს პრობლემა მეგანმა შესანიშნავად გადაწყვიტა.

Zooclub

Zooclub
kaxi
გაიხაროს ამ გოგონამ, კარგი ადამიანი ყოფილა. ყველა სიკეთე სიცოცხლეში გაკეთებული არსად არ დაიკარგება, ის აუცილებლათ დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ ვაკეთოთ კეთილი საქმეები.
julia
რა ბედნიერი სახე აქვს ძაღლს უკვე მიღებული.
sofo
რა ბედნიერებაა, ამ საოცარი გოგოსნაირი ადამიანები რომ არსებობენ დედამიწაზე...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?