პარალიზებულ ლეკვს სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, მაგრამ განგებამ ის არ გასწირა
პარალიზებულ ლეკვს სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, მაგრამ განგებამ ის არ გასწირა
შვებულებიდან ყველას უყვარს სახლში რაღაცის ჩამოტანა. სამახსოვრო სუვენირი მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ადამიანებს, როგორც წესი, სახლში რაღაც ნივთი ჩამოაქვთ, მაგნიტი მაცივარზე ან მაისური, მაგრამ ვებგვერდ "Reddit"-ის მომხმარებელ, მეგან მენმანს გასნხვავებული აზრი ჰქონდა იმაზე, თუ რა სახის სუვენირი უნდა ჩამოეტანა სახლში.

ტაილანდში დასვენების დროს, სანაპიროზე სეირნობისას, მეგანმა ლეკვი დაინახა, რომელიც უკანასკნელი ძალით მიათრევდა სხეულს. მისი უკანა თათები მთლიანად პარალიზებული იყო, რადგან მას მოტოციკლმა გადაუარა, ყოფილმა პატრონებმა კი ქუჩაში გამოაგდეს.

Zooclub

ძაღლი ძლივს სუნთქავდა. მიწაზე განუწყვეტელი ხახუნის გამო, მუცელზე უამრავი ჭრილობა ჰქონდა. ამ
ყველაფერთან ერთად, უამრავი მკბენარი ესეოდა.

Zooclub

თუმცა, მეგანს მხოლოდ ერთი შეხედვა დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს
პატარა საუკეთესო ძაღლი იყო დედამიწაზე.

Zooclub

ის ცხოველების რამოდენიმე თავშესაფარს დაუკავშირდა, მაგრამ ძაღლი მათგან ვერც ერთმა მიიღო. ამიტომ მეგანმა გადაწყვიტა ლეკვის სახლში, კანადაში წაყვანა.

Zooclub

მან ლეოს (ასე დაარქვა ლეკვს) ახალ სახლში ტრანსპორტირებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა.

Zooclub

ახალ სახლში ლეომ იგრძნო, რომ ის უყვარდათ და სჭირდებოდათ.

Zooclub

მეგანის მიერ ორგანიზებული სახსრების შეგროვების კომპანიის, ასევე ლეოს დახმარების მსურველი ათობით ადმაიანის დახმარებით, ძაღლს მკურნალობის აუცილებელი კურსი ჩაუტარდა და ახლა ის სრულიად ჯანმრთელია, თუ არ ჩავთვლით უკანა ფეხებს. თუმცა ეს პრობლემა მეგანმა შესანიშნავად გადაწყვიტა.

Zooclub

Zooclub
otari
კოლა ამას შენ ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ძაღლები არ გიყვარს.არადა ძაღლები ბევრ ადამიანს სჯობია, ამათ რომ ერთგულება იციან ადამიანებს არც დაესიზმრებათ. არის მაგალითები როდესაც პატრონის დაცვის დროს ძაღლმა თავი გაწირა.ძაღლი თუ გყავს ჩათვალე რომ გყავს ერთგული მეგობარი და დამცველი. ძაღლებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს.ძაღლებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძეგლი დაუდგეს როგორც ერთგულების და სიმამაცის სიმბოლოს. გაწვრთნილი ძაღლები ეძებენ ადამიანებს მიწისძვრის დროს დანგრეულ შენობებში, ზვავში მოყოლილ ადამიანების პოვნაში. ძაღლებს უყვართ ადამიანთა მოდგმა. ადვილათ ივიწყებენ წყენას პატრონისაგან, რაც მათ დიდსულოვანებაზე მიუთითებს.
liza
იმაზე ვიცინე კოლა რომ მეძაღლეებს გვეძახის:)ბავშვობაში ერთი მეზობელი გვყავდა თინა, მთელი უბანი მეძაღლე თინათი იცნობდა, უამრავი ძაღლი და კატა ყავდა, ყველა უპატრონო ცხოველს აჭმევდა,უვლიდა, ყოველთვის ისეთი ბედნიერი და მომღიმარი სახე ქონდა ამ ქალს, ეხლა ვხვდები რომ მართლა ძალიან ბედნიერი იყო.
natia
მალადეც მაგ გოგოს ზოგი მოერიდებოდა მაგ ლეკვს და წავიდოდა მაგრამ ზოგს ავიწყდება რომ ისიც სულიერია და მასაც სჯირდება დახმარება
zuba
მართლა კოლა ხარ
kola
და ეს ძაღლია ბედნიეერი?გამაგიჟებთ მეძაღლეები.ყოჩაღ მაგ გოგოს.აქ არა მგონია ვინმეს აეყვანა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?