8 წლიანი განშორების შემდეგ, ძაღლი პატრონს შეხვდა (+ვიდეო)
8 წლიანი განშორების შემდეგ, ძაღლი პატრონს შეხვდა (+ვიდეო)
როდესაც მაიკლ ნუანს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძაღლი თავშესაფარში იყო და შეეძლო, სახლში წაეყვანა, ის ვერ იჯერებდა.

მაიკლმა თავისი საყვარელი ში-ცუს ჯიშის პატარა ძაღლი 8 წლის წინ დაკარგა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მას ძაღლის პოვნის იმედი გადაეწურა. 

ბოლოს, მაიკმა თავისი ძაღლი ჯორდანი, 8 წლის წინ, თავის ეზოში ნახა, როდესაც სახლიდან მეუღლესთან ერთად გადიოდა. უკან დაბრუნებულებს ძაღლი შინ აღარ დახვდათ. ოჯახმა იფიქრა, რომ ჯორდანი ვიღაცამ მოიპარა.
როდესაც პატრონი თავშესაფარში მივიდა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა აუხსნა, რომ ჯორდანი ერთი კვირის წინ, საშინლად დასუსტებული კანის
დაავადებით მიიყვანეს. ძაღლს ჩადგმული ჰქონდა "ჩიპი", რითიც თავშესაფარმა მისი პატრონი იპოვა.

Zooclub

მაიკლი შოკში იყო ჯორდანის დანახვით. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისი საყვარელი ძაღლი აღარ უნახავს.
ჯორდანი პატრონმა სახლში წაიყვანა და დღეს ის 4 ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო, ჯორდანისა და მისი პატრონის შეხვედრა 8 წლის შემდეგ.

ასევე იხილეთ:

როცა კატა ლეო გზის პირას იპოვნეს...

ხნიერმა ძაღლმა ნამდვილი მეგობარი იპოვა

პატრონმა საყვარელი ძაღლი, ტორნადოს შემდეგ, ნანგრევებში იპოვა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?