ძაღლი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს 6 წლის პატრონის სიცოცხლეზე
ძაღლი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს  6 წლის პატრონის სიცოცხლეზე
ლაბრადორი, სახელად მაისეი იმაზე მეტია თავის პატარა პატრონისთვის, ვიდრე მეგობარი- ის გოგონას გადამრჩენელია. ძაღლი რომ არა, მისი პატარა პატრონის სიცოცხლე შესაძლოა, საფრთხეში ყოფილიყო.
6 წლის ალონა ჰუსზს, 3 წლის წინ, დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ის დამოკიდებულია მაისეიზე, რათა დროულად მიიღოს წამლები. ძაღლი გოგონას ყოველთვის აძლევს ნიშანს, როდის არის საჭირო წამლების მიღება. თუ ალონა დროულად არ მიიღებს წამალს, ის შესაძლოა, კომაში ჩავარდეს.

როდესაც სისხლში შაქრის რაოდენობა ქვევით იწევს, ალონას კანს მსხლის სუნი აქვს, თუ სისხლში შაქარი ზევით იწევს, გოგონას პირის ღრუში უსიამოვნო
სუნი ჩნდება. ყოველივე ამას, ძაღლი ყნოსვით აკონტროლებს. ცხოველმა სპეციალურ ცენტრში (Medical Detection Dogs) გაიარა მომზადება, სადაც
ძაღლებს მსგავსი პაციენტების დასახმარებლად ამზადებენ.

Zooclub

"ამას მხოლოდ მაისეი გრძნობს სუნით, ჩვენ ადამიანებს გაგვიჭირდებოდა ამის მიხვედრა. ის ყოველთვის ყურადღებით არის და როდესაც სუნს გრძნობს, მაშინვე ალონას აგებინებს გარკევული ქცევებით. ის შეუცვლელი მეგობარია. ჩემი შვილი ჯერ პატარაა და ვერ ხვდება, როდის ქვეითდება სისხლში შაქარი, სანამ გონება არ დაეკარგება, თუმცა ჩვენ ვენდობით მაისეის. ალონა მისი პირველი საზრუნავია და ყოველთვის გვერდით დაყვება." ამბობს ალონას დედა.

როდესაც ძაღლი გოგონას ნიშანს აძლევს, ალონა ყოველთვის ხვდება, რა უნდა გააკეთოს იმ დროს. 

ასევე იხილეთ:

სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა: "ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით"

ბავშვმა სიხარულისგან იტირა, როცა დედამ 2 თვის დაკარგული კატა მიუყვანა

3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?