ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მგზავრის ძაღლი კონტეინერით დაკარგეს
ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მგზავრის ძაღლი კონტეინერით დაკარგეს
მგზავრი უჩივის ავიაკოპანია "Delta Airlines" -ის თანამშრომლებს, რომლებმაც მისი ძაღლი ლოს-ანჯელესის აეროპორტში დაკარგეს. ძაღლის პატრონი იძულებული გახდა, თავისი საყვარელი ბინადარი, რომელიც კონტეინერში იყო მოთავსებული, კომპანიის თანამშრომლებისთვის გადაეცა. ცოტა ხნის შემდეგ, პატრონს უთხრეს, რომ მისმა ძაღლმა გალია გატეხა და გაიქცა.

ფრანკ რომანო, მისი ოთხფეხა მეგობარი ტაი (6 წლის პიტბული) და ასევე, რომანოს ოჯახი მიემგზავრებოდა კალიფორნიიდან ფლორიდაში. ოჯახი ფლორიდაში ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა.

"ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაეტეხა გალია. კონტეინერს ჰქონდა მეტალის კარი, ხოლო გვერდზე და უკანა მხარეს მყარი პლასტმასით იყო გაკეთებული."- ამბობს რომანო.

გარკვეული პერიოდი, ძაღლს ოჯახი მთელ აეროპორტში ეძებდა, მაგრამ საბოლოოდ, მათ მოუწიათ მის გარეშე ფლორიდაში წასვლა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ძაღლი კონტეინერიდან არ გაქცეულა, ის ავიაკოპანიის პერსონალმა კონტეინერთან ერთად დაკარგა. სიმართლე გაირკვა, როდესაც რომანომ ავიაკოპანიას უჩივლა და სასამართლოზე კომპანიის წარმომადგენელმა აღიარა მისი თანამშრომლების დანაშაული.

სამწუხაროდ, ტაის ადგილსამყოფელი დღემდე არ არის გარკვეული. 

ასევე იხილეთ:

შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს

აეროპორტში მგზავთა დაკარგულ ნივთებს ძაღლი იპოვის

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?