ძაღლი- მანქანა
ძაღლი- მანქანა
ბრიტანეთში მცხოვრები დევიდ ისააკი არ უარყოფს, რომ მისი იდეა, ექცია თავისი პეჟოს მარკის მანქანა უზარმაზარ მანქანა-ძაღლად, სიგიჟეა. თუმცა, მანქანის გადაკეთების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. იგი თავის საყვარელ ძაღლ ფლისზე უზომოდ შეყვარებული იყო, ამიტომ მისი დაღუპვა დევიდისთვის დიდი ტრაგედია აღმოჩნდა. ძაღლის გარდაცვალების შემდეგ, მან ვიზუალურად თავისი საყვარელი ძაღლის მსგავსი მანქანა შექმნა.

ავტომობილი უცნაურად გამოიყურება. ის ჰგავს უზარმაზარ მწოლიარე ძაღლს, რომელიც ისვენებს. ფერმერს ეს სიამოვნება ორიათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

Zooclub

ორიგინალური დიზაინის გამო, ავტომობილს შედარებით გაუჭირდა სიარული, რადგან გადაკეთების შემდეგ, ძალიან  დამძიმდა. ახალი დიზაინის მანქანა ახლა მხოლოდ საათში
65 კმ-ს გადის.

რამდენიმე ხანში, ინტერნეტში გამოჩნდა მანქანა-ძაღლის ფოტოები, სადაც დევიდი მის გაყიდვას იტყობინება. ის
ძალიან განიცდის მანქანასთან განშორებას, თუმცა იმედი აქვს, რომ კარგი ადამიანის ხელში ჩავარდება.

ასევე იხილეთ:

ძაღლების სასტუმრო თბილისში

რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი

შესანიშნავი იდეები კატების მოყვარულთათვის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?