მეტროპოლიტენში გადარჩენილი ლეკვის ამბის გაგრძელება
მეტროპოლიტენში გადარჩენილი ლეკვის ამბის გაგრძელება
მეტროპოლიტენში გადარჩენილ ლეკვს ვეტკლინიკაში მკურნალობენ და მისთვის ახალ პატრონს ეძებენ.

მოცემულ მომენტში მოსკოვის მეტროში გადარჩენილ ლეკვს ქალაქის ერთ-ერთ ვეტკლინიკაში მკურნალობენ. 4 ნოემბერს, მეტროს ერთ-ერთ სადგურში ეს პატარა არსება ლიანდაგებში ჩავარდა და სასწაულებრივად გადარჩა.

"მისი მდგომარეობა კარგია", - ამბობს ექიმი ელენა ვოლოვიკოვა, - "ის აქტიურია, ხალისიანი, აქვს კარგი მადა. 5-7 დღის განმავლობაში, ის უკეთ გახდება. ასევე, დავამუშავებთ მკბენარების საწინააღმდეგო ნივთიერებით და ჩავუტარებთ ვაქცინაციას.
მალე ის მოძლიერდება და თავისუფლად ირბენს."

Zooclub

შავ-თეთრ პატარას სახელი ჯერ არ აქვს, რადგან ჯერ არ ჰყავს პატრონი. თუმცა,
არავინ ეჭვობს, რომ სულ მალე იღბლიან ლეკვს, რომელიც მატარებლების ბორბლებს გადაურჩა, თავისი ახალი სახლი ექნება.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს, მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურში რელსებში პატარა ლეკვი ჩავარდა. მგზავრებმა მაშინვე შეატყობინეს ამის შესახებ მემანქანეს და ახალგაზრდა ადამიანმა გადაწყვიტა ის თავად ამოეყვანა.

მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ლეკვი პოლიციელებს გადასცეს. მათ ძაღლი მეტროსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მიიყვანეს და აჭამეს.
LifeNews-ის კორესპონდენტმა ლეკვი მოძებნა. რამოდენიმე საათის განმავლობაში, სადარბაზოს არც ერთმა მცხოვრებმა არ შეიკედლა პატარა, მხოლოდ კონსიეჟმა ქალბატონმა მიუტანა რძე და შემდეგ, ვეტკლინიკაში წაიყვანა. აღმოჩნდა, რომ ლიანდაგებში ჩავარდნისას, ლეკვმა (ძუ) მარჯვენა თათი დაიზიანა. სპეციალისტმა ტრამვა შეამოწმა, ჯანმრთელობის საერთო დიაგნოსტიკა ჩაუტარა და მკურნალობის კურსი დაუნიშნა.

"ჭრილობა რამოდენიმე დღეში განიკურნება. ჩაუტარდება დაზიანებული თითების ნაწილობრივი ამპუტაცია, მაგრამ საერთო ჯამში, პროგნოზი დადებითია", - აღნიშნა ქირურგმა ვეტერინარმა.

მან, აგრეთვე, გვამცნობა, რომ ლეკვი დამოუკიდებლად სიარულს კლინიკაში შემოსვლის მომენტიდან 3-4 კვირის მანძილზე შეძლებს. ამჯერად, ლეკვი სტაციონარში იმყოფება .

ამავე დროს, დედაქალაქის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა მემანქანე ალექსანდრე ლიაპუნოვს, რომელმაც ლეკვი გადაარჩინა.

Zooclub

მეტროპოლიტენის უფროსის, დიმიტრი პეგოვის თქმით, ლიაპუნოვს და მის თანამშრომელ ხარლამოვს, რომელიც ასევე, დაეხმარა ლეკვის გადარჩენაში, ამ ქმედებისთვის შესაძლოა, გადასცენ პრემია.

"მემანქანეებმა თანაგრძნობა გამოიჩინეს. შეაჩერეს მოძრაობა და ლეკვი 7 წუთის განმავლობაში ლიანდაგებიდან ამოიყვანეს. მგზავრები გაგებით მოეკიდნენ მოძრაობის შეფერხებას", - მოგვითხრობს მეტროპოლიტენის სამსახურის წარმომადგენელი ივან ოსტაშოკი.


იხილეთ ამ ამბის დასაწყისი: "მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ლეკვის გადასარჩენად მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს, თუმცა მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა..."

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?