თუ ძაღლი საკვებს იპარავს
თუ ძაღლი საკვებს იპარავს
პატრონისთვის შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ყველა ძაღლი იპარავს საჭმელს, განსაკუთრებით, თუ იმ დროს თვითმხილველი არავინ არის. ყოველშემთხვევაში, ეცადეთ, საკვები პროდუქტი შეინახოთ ისე, რომ ძაღლი ვერ მისწვდეს და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც ცდუნებას აღარ აჰყვება.

აკრძალული სიამოვნებები
საკვების მოპარვის მიზეზი, როგორც წესი, შიმშილი არ არის. უბრალოდ, ფაქტია, რომ აკრძალული საჭმელი მისთვის უფრო გემრიელია, თუნდაც არ იყოს თქვენ მიერ გულმოდგინედ შერჩეული. ძაღლებს განსაკუთრებით იზიდავთ ხორცი ან ხორცის შემცველი პროდუქტები. მაგალითად, ვაშლი საერთოდ არ აინტერესებთ.

გემრიელი ნადავლი
ძაღლებს უყვართ ხორცის პროდუქტების, მაგალითად სოსისების
აცმის დათრევა.

ყელზე დადგომა
ძაღლის სამიზნე მხოლოდ საკვები არ არის - თუ მოიხელთებს, შეუძლია, სხვა
"საჭმელი" ნივთებიც მოიპაროს, მაგალითად, საღეჭი სათამაშოები. თუ ნივთი ძალიან დიდია და ყელზე დაადგება, უბრალოდ დაითრევს და თან წაიღებს.

მემკვიდრეობითი ჩვევები
რუხი მგლების კვებითი ჩვევები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მათ გადარჩენისთვის ბრძოლაში ეხმარება. თუ დიდ მსხვერპლს ვერ მოიხელთებენ, იკვებებიან მომცრო ზომის ნადავლით, მაგალითად მღრღნელებით. გარდა ამისა, ხროვის ქვემდგომ წევრს შეუძლია ზემდგომი, დომინანტი წევრის საკვების აღება, რომელმაც, სავარაუდოდ, შეწყვიტა ჭამა და სადღაც წავიდა. შინაურ ძაღლებში შემორჩენილია ჩვევა - რაც შეიძლება, სწრაფად შეჭამონ საკვები, სანამ დაინახავენ და წაართმევენ.

ცუდი ჩვევები

ძაღლები საკვებს მაშინ უფრო იპარავენ, როდესაც გამუდმებით სთავაზობენ ნუგბარს და არა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ აჭმევენ დაწესებულ დროს. პირველ შემთხვევაში, ისინი მთელი დღის განმავლობაში დაეძებენ საკვებს; შეუძლიათ საჭმლის აღება პირდაპირ მაგიდიდან, ზოგჯერ კი ახლო მდგომ სკამზე ახტომასაც სწავლობენ.

გაპარვა
ძაღლი საკვების დათრევის შემდეგ, როგორც წესი, დანაშაულის ადგილზე არ ჩერდება და სწრაფად გაეცლება იქაურობას. შეეფარება იქ, სადაც შედარებით უკეთ დაგემალებათ, მაგალითად სკამის უკან ან სხვა ოთახში. ძაღლისთვის დამახასიათებელი თვისებაა საკვების წაღების შემდეგ, მისი რაც შეიძლება  სწრაფად შესანსვლა; თუ მთლიანად ვერ დაითრია, მასთან ახლოს დარჩება იმ იმედით, რომ ისევ მიუბრუნდება და დანარჩენსაც მოიპარავს.

სახიფათო საკვები

მოერიდეთ საკვების დატოვებას დაბალ მაგიდაზე, რადგან მას პატარა ზომის ჯიშიც კი მისწვდება. ძაღლებისთვის განსაკუთრებით საშიშია შოკოლადის ჭამა ნებისმიერი ფორმით (იქნება ეს ფილა, თუ ნამცხვარი), რაც მათთვის მომწამლავია.

სინდისის ქენჯნა

თუ ქურდობაში, განსაკუთრებით კი ნაქურდალის ჭამაში წაასწარით, თანაც ამ საქციელის გამო დატუქსეთ, ძაღლი ლაქუცს დაგიწყებთ, ჩამოყრის ყურებს და კუდს გააქიცინებს ბოდიშის ნიშნად. თუ საკვების ქურდობა მოგვიანებით აღმოაჩინეთ, მანამდე კი ძაღლმა დათრეული საკვები შესანსლა, ის აღარ გამოიყენებს ზემოთ ხსენებულ ხერხს; მას უკვე დავიწყებული ექნება თავისი საქციელი.

ფრთხილად!

ადამიანის ზოგიერთი საკვები, მაგალითად შოკოლადი, ძაღლებისთვის სახიფათოა. გონივრული იქნება, თუ საჭმელს შეინახავთ ისე, რომ ძაღლი ვერ მისწვდეს.

Zooclub

რჩევა
როგორც კი ძაღლი კარადიდან საჭმლის მოპარვას დაიწყებს, მოგიწევთ კარადაზე საკეტის დაყენება, რადგან ძაღლი ქურდობას კვლავაც ბევრჯერ შეეცდება.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
თამუნა
საყვარელი არსებები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?