თუ ძაღლი იფხანს ან ფხაჭნის...
თუ ძაღლი იფხანს ან ფხაჭნის...
ძაღლი ფხანასა და ფხაჭნას სხვადასხვაგვარად ახერხებს და ამას რამდენიმე დანიშნულება აქვს. ძაღლებისთვის ეს არის ბეწვის გასუფთავება-დავარცხნისა და პარაზიტების მოცილების პროცესის ნაწილი. ისინი ბრჭყალებით ფხაჭნიან და კაწრავენ სხვადასხვა საგნებს თავიანთ გარშემო.

რწყილები
ფხანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ბალნიან საფარველში რწყილების არსებობა, რომლებიც უფრო შემაწუხებელნი წლის თბილ თვეებში არიან. თავად რწყილი ქავილს არ იწვევს, მაგრამ ეს პარაზიტები იკვებებიან მასპინძლის სისხლით, რისთვისაც ჯერ პირის მჩხვლეტავი აპარატით აღწევენ კანში, მერე ქსოვილში მცირე რაოდენობით ნერწყვი შეჰყავთ. ეს კი იწვევს კანის გაღიზიანებას; შედეგად, ძაღლი იწყებს მის გამალებულ
ფხანას, ზოგჯერ ძლიერ იკაწრავს კიდეც. ამ ტიპის რეაქცია განსაკუთრებით ახასიათებს ძაღლებს, რომელთაც აქვთ ალერგია რწყილის
ნერწყვზე.
ასაკის მიუხედავად, რწყილები შეიძლება, ლეკვებსაც ჰყავდეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში
ძაღლები იფხანენ წინა ან უკანა ფეხებით, იმის მიხედვით, რამდენად ადვილად სწვდებიან გაღიზიანების კერას.

ფხანის სხვა მიზეზები
დროდადრო ფხანა ყველა ძაღლისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ხშირი ფხანა შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს. კანის ძლიერი გაღიზიანებით დატანჯული ძაღლი არა მხოლოდ იქექება, არამედ საკუთარ კანს გამწარებით კბენს კიდეც. გარდა ამისა, ამ ქცევას სხვა დანიშნულებაც აქვს - თუ ძაღლს რაიმე დანაშაულზე წაასწრეს, ის პატრონის ყურადღების გადატანის მიზნით კანის ფხანას იწყებს.

ყურის ინფექცია
დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს, თუ ძაღლი ხშირად და დიდხანს იფხანს ყურს. ეს მიანიშნებს ინფექციაზე, რასაც მკურნალობის გარეშე შეიძლება, სერიოზული შედეგი მოჰყვეს - ქრონიკული გაღიზიანება და ხშირად, სიყრუე.

Zooclub

ჩვეულებრივი ფხანა
ძაღლები ბრჭყალებით რეგულარულად იფხანენ სხეულს, რაც მათი გასუფთავების პროცესის ნაწილია, ასევე იწყნარებენ კანის ქავილს და იცილებენ ბეწვის მოთელილ ნარჩენებს.

მთხრელები
ტერიერები, როგორც ჯიში, პატარა ცხოველების სოროდან ამოსათხრელად გამოიყვანეს.

გასუფთავება და თხრა
ყველა ძაღლი, განსაკუთრებით არაკასტრირებული ხვადი, მოშარდვის ადგილს მიწას აყრის. ამ დროს სხეულის წონა გადააქვს წინა ფეხებზე და უკანა ფეხების დახმარებით, მთელი ძალით იწყებს მიწის თხრას. ამგვარი ქმედების დროს, თითებს შორის განლაგებული საოფლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტით ტოვებს მისთვის დამახასიათებელ სუნს, რითიც ტერიტორიას ნისნავს.

ტერიერები ბრჭყალებს არა მხოლოდ მიწის მისაყრელად, არამედ ორმოს ამოსათხრელადაც ხმარობენ, როცა ვირთაგვის ან მელას სოროს აგნებენ. არიან ძაღლები, განსაკუთრებით გარეული, რომლებიც მიწაში ღრმად მარხავენ ძვალს ან რაიმე საჭმელს; ისინი ამგვარად უმალავენ საკვების ნარჩენებს ლეშიჭამია ცხოველებს იმ განზრახვით, რომ მოგვიანებით, ჭამა დაასრულონ.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?