რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი
რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი
არა ერთხელ გვინახავს სოფლებისა და სხვადახვა ქალაქის ეზოებში ჯაჭვით დაბმული ძაღლი, რომელსაც მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსზე შეუძლია გადაადგილება. როგორც კინოლოგები და ცხოველთა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ეს ცხოველისთვის ძალიან საზიანოა. ის, ფაქტობრივად,  მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, დეპრესიაში და სტრესში ცხოვრობს.

ყველა ცხოველს შორის, ძაღლი ყველაზე მეტად სოციალიზირებული არსებაა, მას სჭირდება სივრცე და ადამიანებთან სიახლოვე. ყველაზე საცოდავი, უპატრონო, მშიერი ძაღლიც კი ბედნიერია, დაბმულ ძაღლთან შედარებით. ისინი ხომ არასოდეს იქნებიან თავისუფლები, ვერ გაისეირნებენ, სრულფასოვნად ვერ შეძლებენ თამაშს, რაც ძაღლისთვის აუცილებელია.

და მეტიც, დაბმული ძაღლის ფსიქიკა რადიკალურად
იცვლება. ის შესაძლოა, საშიში გახდეს ადამიანებისა  და თვით, პატრონისთვისაც. მარტოხელა ძაღლს ეწყება სერიოზული პრობლემები -
ფსიქიკური აშლილობა. რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ის ხვდება, რომ მთელი თავისი ცხოვრება უნდა იყოს იქ, სადაც არ სურს, თუმცა, ვერ ცვლის ვერაფერს.

"იმის მაგივრად , რომ ძაღლმა დაიცვას თავისი საკუთრება, მას ნელ-ნელა უვითარდება საკუთარი თავის შიში. ასეთი ძაღლები ვერ ახდენენ სოციალიზაციას ადამიანებთან. დაბმული ძაღლი ათვიცნობიერებს და ფიქრობს - "მე არ შემიძლია ამ ადგილიდან წასვლა, ამიტომ მე მხოლოდ თქვენი შეშინება ან მოახლოების შემთხვევაში კბენა შემიძლია."- ამბობს ცხოველთა ქცევის კორექციის ექსპერტი როლან ტრიპი (AnimalBehavior.net).

დაიმახსოვრეთ, რომ ძაღლი ყველაზე სოციალური ცხოველია. მისი სამუდამო დაბმა, ასოცირდება ადამიანის სამუდამო პატიმრობასთან, არადა, მას ხომ არაფერი დაუშავებია?! მისთვის აუტანელია ადამიანების, თბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის გარეშე ყოფნა. გაუნაწილეთ მას სიყვარული და სითბო, აგრძნობინეთ, რომ ის თქვენი მეგობარია და ისიც ერთგულებით გიპასუხებთ. ძაღლს არ სჭირდება დაბმა, იმისათვის რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დაგიცვათ და სახლს უდარაჯოს.

ხათუნა
როგორ მინდა არსებობდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც დაივლიდნენ და ყველა ძაღლს გაანთავისუფლებდნენ
ana
ეს იგივეა ადამიანი დააბა და ვისაც ეს არ ესმის ის ძაღლის ღირსიც არაა!!!!
მაყვალა
რა დაბმა, ლამის თავზე გადამიარონ. სამი ძაღლი სახლში მყავს, უჩვენოდ რომ ვერ ძლებენ. არც კი ვუწყრები, გული არ ეტკინოთ -მეთქი.
lali
პატრონი უნდა დააბა ეგეთი ძაღლის რამდენიმე დღით და ნახავს როგორია დაბმა. უარეს დღეში კი თავშესაფრებში გამომწყვდეული ცხოველები არიან. ამას წინათ ვნახე ერთი პატარა ლეკვი თავშესაფრის გალიაში გამომწყვდეული, რომელსაც თვალზე ადამიანივით ჩამოსდიოდა ცრემლი და შემრცხვა, რომ ადამიანი ვარ. რამდენიმე ღამე სულ ის საბრალო ლეკვი მედგა თვალწინ
vaxo
დავაბა კი არა, ორი ძაღლი მყავს და საყელური არც ერთს არ კეთებია არასოდეს, მაგრამ არსად გარბიან, ჩემი ლაპარაკი ესმით და სულ ცდილობენ, ჩემს ახლოს იტრიალონ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?