ძაღლებს სიტყვიერ შექებაზე მეტად მოფერება ურჩევნიათ
ძაღლებს სიტყვიერ შექებაზე მეტად მოფერება ურჩევნიათ
ფლორიდის და არიზონის უნივერსიტეტების მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლებს სიტყვიერ შექებას ხელის ნაზი გადასმა ურჩევნიათ.

გამოკვლევების შესახებ Daily Mail მოგვითხრობს. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ურთიერთობდნენ თავშესაფრის ძაღლები ადამიანებთან. ასევე იმას, თუ როგორ ურთიერთობდნენ შინაური ძაღლები პატრონებთან და გარეშე პირებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ ზეპირ შექებაზე ძაღლები მაშინ რეაგირებენ, თუ ისინი კარგად იცნობენ ადამიანს, რომელიც მათ აქებთ. ხოლო ხელით შეხებაზე ისინი ყოველთვის პასუხობენ, მაშინაც კი, თუ მათ უცხო ეფერებათ. ამასთან, ძაღლები არასოდეს იღლებიან მოფერებით, იმის
და მიუხედავად, ამას პატრონისგან იღებენ, თუ უცხო ადამიანებისგან და თუ ზეპირმა შექებამ ვერ აიძულა ძაღლი ადამიანს მიახლოებოდა, მოფერების დაპირებამ მისი ყურადღება მაშინვე მიიქცია.

როგორც აღმოჩნდა, ძაღლის ტვინში ისევე, როგორც ადამიანის ტვინში, არის ნაწილი, რომელიც ემოციებით შეფერილ ხმაზე რეაგირებს. ამასთან, ძაღლები ერთნაირად რეაგირებენ როგორც თავისი ძმების ყეფაზე, ისე ადამიანის ხმაზე. ტვინის მოცემული ნაწილის შიგნით არსებული ცალკეული მონაკვეთები რეაგირებენ ცალკეულ ემოციებზე, მაგალითად სიხარულზე.






კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?