სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ რატომ აქვს ჯანმრთელ ძაღლს მუდმივად ცივი ცხვირი
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ რატომ აქვს ჯანმრთელ ძაღლს მუდმივად ცივი ცხვირი
ძაღლის ცხვირი მნიშვნელოვან სენსორულ ფუნქციას ასრულებს, ამის შესახებ გამოცემა "Scientific Reports"-ი წერს. სტატიის თანახმად, უნგრელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცხვირის დაბალი ტემპერატურის დამსახურებით, ძაღლს შეუძლია, მის სიახლოვეს მყოფი პატარა ცხოველების აღმოჩენა - ეს მას ნადირობაში ეხმარება.

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც სამი ძაღლი მონაწილეობდა: ოქროსფერი რეტრივერი, ტოლერი და შერეული ჯიში ანუ მეტისი. ყოველი მათგანის სიახლოვეს მოათავსეს ერთი და იგივე ნივთები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ტემპერატურით განსხვავდებოდა: ერთის ტემპერატურა ოთახისას არ აღემატებოდა, ხოლო მეორე 12 გრადუსით მეტ სითბოს გამოყოფდა. აღმოჩნდა, რომ სამივე ცდის ობიექტმა, დაახლოებით სამი
მეტრის დაშორებით შეძლეს გაცილებთ თბილი ნივთის გამორჩევა.

ექსპერიმენტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ტემპერატურის სხვაობა საკმაოდ დაბალი
იყო იმისათვის, რომ ეს ადამიანს ხელით შეხების გარეშე გაერჩია.

ასევე სპეციალისტებმა 13 სხვადასხვა ჯიშის ძაღლზე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაატარეს. კვლევის პროცესში ყოველი მათგანის ცხვირთან მოათავსეს თბილი ნივთი. ტომოგრაფიის სურათებმა აჩვენა, რომ ნივთის არსებობამ ძაღლის ტვინის გააქტიურება გამოიწვია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ +30 გრადუსზე ძაღლის ცხვირი დაახლოებით ხუთი გრადუსით გრილია. თუ ქუჩაში 0 გრადუსია, ამ ცხოველის ცხვირის ტემპერატურა მიახლოებით +7 გრადუსია, ხოლო +15 გრადუსის შემთხვევაში, ის იგივე რჩება.

ამ დრომდე, მკვლევარები თვლიდნენ, რომ ეს პროცესი თერმორეგულაციას ეხებოდა, მაგრამ ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ამ მხრივ ცხვირი საერთოდ არ მონაწილეობს. მაგალითად, სიცხის დროს ძაღლი პირს აღებს და ენას იგრილებს, რომელიც საკმაოდ ცხელია. ამ დროს ცხოველი ხშირად სუნთქავს და ამ მოქმედებით გრილდება, ეს უზრუნველყოფს ტენიანობის აორთქლებას და სხეულის გაგრილებას. ბოლო კვლევებით სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ ცხვირი რჩება გრილი და ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს.

წყარო: nature.com

ასევე იხილეთ: 

ძაღლები დროს ყნოსვით აღიქვამენ

რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?

ძაღლების შესახებ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, პირველად შეიტყოთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?