ძაღლების შესახებ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, პირველად შეიტყოთ
ძაღლების შესახებ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, პირველად შეიტყოთ
ძაღლებმა ადამიანებთან თანაცხოვრება 30 ათასი წლის წინ ისწავლეს. ჩვენ მათზე ვზრუნავთ, ისინი კი სითბოსა და სიყვარულს გვიზიარებენ. თითქოს ოთხფეხა ბინადრების შესახებ ყველაფერი ვიცით, თუმცა, გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალს, შესაძლოა, ძაღლების შესახებ რაღაც პირველად შეიტყოთ.

ძველი ეგვიპტელები თავიანთ ძაღლებს აღმერთებდნენ. როდესაც საყვარელი ბინადარი კვდებოდა, პატრონი თმაზე ტალახს ისვამდა, წარბებს იპარსავდა და მთელი დღე ტიროდა.

ძაღლს არ უყვარს ჩახუტება, მათთვის ეს დომინირების ნიშანია.

ჩვენს ოთხფეხა ბინადრებს  250-მდე სიტყვა და ჟესტი ესმით. გარდა ამისა, ისინი ითვლიან ხუთამდე და თავს ართმევენ მარტივ მათემატიკურ დავალებებს. შინაური ცხოველები
ინტელექტით ორი წლის ბავშვს უტოლდებიან.

ძაღლი ასხვავებს ულტრაბგერით სიგნალებს. პოლ მაკარტნიმ ამის შესახებ იცოდა, ამიტომ
მან თავის სიმღერას - "სიცოცხლის დღე",  ჩანაწერის ბოლოს, ულტრაბგერითი ხმა დაამატა, სპეციალურად თავისი შოტლანდიური ნაგაზისთვის.

ძაღლს სველი ცხვირი სჭირდება, რათა სუნის მიმართულება განსაზღვროს.

ბოქსიორის ჯიშის ძაღლი, სახელად ბანქსი, და ბატი, სახელად ბოტონსი, მას შემდეგ დამეგობრდნენ, რაც ძაღლი ავარიაში მოყვა და დაბრმავდა. ბატი მას ფეხზე დადგომაში დაეხმარა და მისი დამხმარე გახდა. ბოტონსი თავისი კისრისა და ყიყინის დახმარებით მეგობარს მიმართულებას უჩვენებს. ფრინველი ძაღლს არასოდეს ტოვებს.

Zooclub

ლეკვებს 28 კბილი აქვთ, ხოლო ზრდასრულ ძაღლებს - 42.

დიდი ძაღლის გული ისევე, როგორც ადამიანის, მშვიდ მდგომარეობაში წუთში 60-დან 100 დარტყმას აკეთებს, ხოლო ლეკვის 100-140 -ს.

ძაღლის პატრონების 72% თვლის, რომ მათ ბინადრებს შეუძლიათ, იგრძნონ შტორმის მოახლოება. ამინდის ცვლილებების წინასწარმეტყველება სმენის დამსახურებაა: მათ ათჯერ უკეთ ესმით, ვიდრე ადამიანებს.

ძაღლებს სამი წყვილი ქუთუთო აქვთ: ზედა, ქვედა და ხამხამისთვის განკუთვნილი მემბრანა, რომელიც თვალს იცავს.

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს 1 700 გემოს რეცეპტორი, ადამიანს კი 9 000 აქვს.

ძაღლის ჯიშს ბოქსიორს ეს სახელი მისი წინა თათებით თამაშის მანერების გამო დაერქვა.

შოკოლადი საშიშია ძაღლის ჯანმრთელობისთვის. მასში შემავალი ტეობრომინი აზიანებს ძაღლის ცენტრალურ ნერვიულ სისტემას.

დაიმახსოვრეთ, ძაღლის აზრით, თქვენ ხროვის ბელადი ხართ. ყოველი შემთხვევისთვის, ასე უნდა იყოს.

ძაღლები ინსტინქტურად ითხოვენ ლიდერის თანხმობას, სანამ რაიმე ქმედებას განახორციელებენ.

ისევე როგორც ახალშობილი ბავშვები, ჩიხუახუას ნაშიერიც იბადება ყიფლიბანდით, რომელიც ზრდასთან ერთად მაგრდება.

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ძაღლი გრეიჰაუნდის ჯიშის ბინადარი "სტარ თაითლია". მისი მაქსიმალური სიჩქარე 67,32  კმ/სთ-ია. რეკორდი 1994 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.

სიმსუქნე ძაღლის ჯანმრთელობის  #1 პრობლემაა.

სულ 703 ჯიშია, რომლებიც სუფთა სისხლის ხაზს წარმოადგენენ.

ძაღლი ნივთს თავიდან მოძრაობით საზღვრავს, შემდეგ სინათლით, ბოლოს კი ფორმით.

რაც უფრო გრძელია ძაღლის ცხვირი, მით მეტია მისი შინაგანი გაგრილების სისტემა.

ცხოველთა უფლებების დაცვის პირველი კანონი მე-17-მე-18 საუკუნეში,  იაპონიაში მიიღეს.

ძაღლის ჯიშს ჩიხუახუას სახელი დაერქვა მექსიკის ქალაქ ჩიხუახუას საპატივცემულოდ, ეს სახეობა სწორედ ამ ქალაქში აღმოაჩინეს.

ლეკვები სრულყოფილად ერთი თვის მერე ხედავენ.

ძაღლი ბიბლიაში 14-ჯერ არის მოხსენიებული.

ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ, სამი ძაღლი გადარჩა - ნიუფაუნდლენდი, პომერანული შპიცი და პეკინესი. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი პირველი კლასით მგზავრობდნენ.

ყველაზე ხნიერ, ტერიერის ჯიშის ძაღლს 30 წელი შეუსრულდა, რაც ადამიანის ასაკთან მიმართებაში 210 წელია.

ყველაზე მაღალი ძაღლი გერმანული დოგია, რომელიც უკანა ორ თათზე მდგარი 2,20 მ-ს აღწევს.

და აი, ყველაზე პატარა ძაღლი - ჩიხუახუა, სახელად Heaven Sent Brandy-ია. მისი წონა 900 გრამია, ხოლო სიმაღლე კოკა-კოლას ქილას არ აღემატება.

Zooclub

ძაღლების 45%-ს პატრონის საწოლში სძინავს.

Zooclub

ძაღლები მგლების პირდაპირი შთამომავლები არიან.

ძაღლის პატრონების 66% ფიზიკურად მეტად აქტიურია, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ეს ცხოველი შინ არ ჰყავთ.
ფისო
რა ვიცი ჩემი ძაღლებს ძალიან უყვრთ ჩახუტება და.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?