ძაღლები დროს ყნოსვით აღიქვამენ
ძაღლები დროს ყნოსვით აღიქვამენ
ძაღლმა არ იცის, თუ რას აჩვენებენ საათის დიდი და პატარა ისრები. გარდა ამისა, მას წარმოდგენა არ აქვს, რა დანიშნულება აქვს ელექტრონულ ან მექანიკურ საათს, თუმცა, გაურკვეველი მისტიური შეგრძნებით იგებს იმ დროს, როდესაც მისი საყვარელი პატრონი სამსახურიდან ან სკოლიდან სახლში ბრუნდება. საქმე ის არის, რომ ძაღლს ყნოსვით დროის აღქმა შეუძლია.

მაღალტექნოლოგიურ ძაღლის ცხვირს კვარცი და ელექტრო საათი არ სჭირდება. თავისი უნიკალური "კონსტრუქციის" წყალობით, მას შეუძლია გარემოს მცირედი ცვლილებაც კი შეამჩნიოს.

ძაღლი შეუცდომლად ცნობს პატრონის სუნს და მის სიმძაფრეს - როდის ბრუნდება მისთვის საყვარელი
ადამიანი და როდის ტოვებს სახლს. სამსახურში/სკოლაში პატრონის ყოველდღიურ წასვლა-მოსვლას ძაღლი კარგად იმახსოვრებს, რაც ურთიერთთანხვედრაში მოდის
ყნოსვასთან.

ასევე იხილეთ:

რას შეიგრძნობენ ძაღლები ნივთის ყნოსვის დროს და როგორ პოულობენ დაკარგულ ადამიანებს?

ადამიანებთან შედარებით, ძაღლები სამყაროს მხედველობით არ აღიქვამენ

რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?