თუ ძაღლი საბელს ეწევა
თუ ძაღლი საბელს ეწევა
ყველას, ვისაც ძაღლი ჰყავს ყველაზე ხშირი პრობლემა აქვს – ძაღლის სიჯიუტე გვერდით სიარულის დროს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა.
ძაღლის ბევრი პატრონი აწყდება ამ პრობლემას, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი გადაჭრა, ყველაზე გამოცდილი ძაღლის მოყვარულებიც კი ხშირდ მხრებს იჩეჩავენ. ძაღლი, თავისი ენერგიულობისა და მოძრაობის გამო ხშირად ნამდვილ პრობლემად იქცევა გასეირნების დროს. ყველას როდი შეუძლია აქეთ-იქით გაქცევის მსურველი ძაღლის დაჭრა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საკმაოდ დიდი ძაღლია.

Zooclub

რა გავაკეთოთ?

"და რა გავაკეთოთ", – იკითხავთ თქვენ.

პირველ რიგში არ დანებდეთ, მასალის
გამეორება და განმტკიცება მაშინვე არ ხდება. ძაღლის მიჩვევა ხდება ლეკვობიდან, რაც ადრე დაიწყებთ ამის გაკეთებას,
მით უკეთ გააკონტროლებთ ძაღლს.


სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე

დავიწყოთ სადარბაზოდან გამოსვლით. ჩვეულებრივ, გასეირნების წინ უკვე სახლში ძაღლი აღგზნებულია და "ბრძოლაში იწევს". არ ღირს მისი გაღიზიანება და ისტერიამდე მიყვანა, პირიქით, რაც შეიძლება მშვიდად დაიწყეთ მომზადება ისე რომ ძაღლი არ დაქროდეს კართან. დასვით თქვენი ბინადარი ჟესტით ან ხმით, თუ ის შეეცდება ადგომას, ადგილიდან გაუმეორეთ იგივე იმდენჯერ, სანამ ძაღლი არ დაწყნარდება და არ დაჯდება.

გასაღების ხმაური ან საბელის ხელში დაჭრა – ეს ჯერ კიდევ არ არის გასეირნებაზე მიპატიჟება, ძაღლი არ უნდა რეაგირებდეს ზედმეტი ეიფორიით თქვენს ქმედებებზე და არ უნდა მიდიოდეს იერიშზე. მას მერე, რაც თქვენ დაამშვიდეთ ძაღლი, საჭიროა მეორე ეტაპზე გადასვლა.


გემრიელი ლუკმა


ძაღლების სწავლება უკვე 3 თვიდან უნდა დაიწყოს, როდესაც ლეკვი უფრო ინტერესიანია. ძაღლმა უნდა იმოძრაოს მარცხენა მხარეს, უნდა იაროს ისე, რომ მისი წინა ნაწილი თქვენი ფეხის წინ არ გამოდიოდეს. აიღეთ სასუსნავი და მიიტყუეთ ძაღლი, როდესაც ის გაიწევს ტკბილი ნაჭრისკენ სასუსნავიანი ხელი ისე დაიჭირეთ, რომ ძაღლი აღმოჩნდეს თქვენთვის საჭირო მდგომარეობაში, დაიწყეთ მოძრაობა სასუსნავით ხელში, გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი, რის შემდეგაც შეისვენეთ, დასვით ძაღლი და მიეცით დაპირებული გემრიელი ნაჭერი. არ დაგავიწყდეთ იმეოროთ ბრძანება – "ახლოს".

მას შემდეგ, რაც ძაღლი კარგად მიეჩვევა ახლოს სიარულს სასუსნავთან ერთად, სცადეთ ყოველდღიური სიტუაციები, როდესაც საჭიროა, რომ ძაღლი არ ქაჩავდეს საბელს.

Zooclub

სიარული საბელით


მეორე მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძაღლმა უკვე კარგად იცის ბრძანება, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო არ გვიჯერებს, ან ზედმეტად აღგზნებულია, არის მექანიკური მეთოდი – არავითარი სიმკაცრე, ეს აუცილებელი ზომაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ძაღლის არასასურველი ქცევის კორექტირების.

სადარბაზოდან გამოსვლისას გაეცით ბრძანება – "ახლოს" და დაიწყეთ მოძრაობა. საბელი მსუბუქად მოსწიეთ ისე, რომ არ იყოს დაჭიმული თქვენსა და ძაღლს შორის, მაგრამ მისი გვერდით გაბრძოლების შემთხვევაში მჭიდროდ დაიჭიმოს და ძაღლის კისერზე მოახდინოს დაწოლა. თუ ძაღლი საბელით წინ გაიჭრება, ან გვერდით გავა, ხელახლა უბრძანეთ "ახლოს" და სწრაფად და მსუბუქად მოსწიეთ საბელი თქვენკენ და გვერდით ისე, რომ ძაღლი კვლავ თქვენს ფეხთან აღმოჩნდეს.

არ არის საჭირო საბელის ყოველ წუთს მოწევა, რადგან ეს უკვე ჩვეულებრივი გადაქაჩვაა და წინააღდეგობა გაიზრდება. ერთი სწრაფი მოწევა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კონტროლი განხორციელდეს. გაიმეორეთ თვქენი მოძრაობა ყოველთვის, როგორც კი ძაღლის ქცევის კონტროლი დაგჭირდებათ და მიდგომის მეთოდურობა თავის საქმეს შეასრულებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?