ქალები უკეთ იძინებენ ძაღლების გვერდით, ვიდრე კატებთან
ქალები უკეთ იძინებენ ძაღლების გვერდით, ვიდრე კატებთან
სამეცნიერო ჟურნალ "Taylor & Francis"-ის ინფორმაციის მიხედვით, ბუფალოში, კანზასის კოლეჯში ჩატარებული კვლევის  შედეგად დამტკიცდა, რომ ქალების კომფორტული ძილი შეუძლია უზრუნველყოს შინაურმა ცხოველმა - კონკრეტულად კი ძაღლმა.

962 ამერიკელი ქალის გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ კატასთან ერთად ძილი, ამ ცხოველის აქტივობის გამო, შფოთის რისკს ზრდის იმ დროს, როცა ძაღლი პატრონს უსაფრთხოების შეგრძნებას უქმნის.

კვლევაში მონაწილე ქალების 55%-მა დაადასტურა, რომ ძაღლებთან ერთად მშვიდად სძინავთ. გარდა ამისა, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ასეთი ძილი ოთხფეხა მეგობრების პატრონებს ეხმარებათ, შეინარჩუნონ რეჟიმი - დაიძინონ ადრე და დილით გაიღვიძონ დასვენებულებმა.

ასევე, პიტსბურგის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა
დაამტკიცეს, რომ ქალების, რომლებსაც დღე-ღამეში შვიდიდან რვა საათამდე სძინავთ, დავარდნისა და მოტეხილობის რისკი 25%-ით მცირდება,
ხოლო ისინი, ვისაც ათი საათი და მეტი სძინავთ, 11,8 პროცენტით დაზღვეულნი არიან. სპეციალისტებმა ეს მონაცემები 150 ქალზე, თორმეტწლიანი დაკვირვების შედეგად, მიიღეს.

ასევე იხილეთ:

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ "ადამიანი-კატა" ხართ

ხედავს თუ არა ძაღლი სიზმარს?

ინაური ცხოველის დაღუპვა ადამიანისთვის იგივეა, რაც ახლო ნათესავის სიკვდილი


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?