ძაღლებს მალარიის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა დაავადებული ადამიანის წინდებზე ყნოსვით შეუძლიათ
ძაღლებს მალარიის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა დაავადებული ადამიანის წინდებზე ყნოსვით შეუძლიათ
დერემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მალარიის დიაგნოსტირებისას ძაღლებს დახმარება შეუძლიათ. ზოგიერთ პაციენტს ყოველთვის არ აღენიშნება მარლარიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ამასთანავე, ყველა მათგანს აქვს თავისებური სუნი, რომელსაც ძაღლი ყნოსვით აღიქვამს.

ახალ ორლეანში (აშშ), ამერიკულმა ორგანიზაციამ -"ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის საზოგადოება",  ამ თემაზე მოხსენება წარმოადგინა, - წერს გამოცემა "Guardian"-ი.

ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ გამბიაში (აფრიკა) მცხოვრები ბავშვები: მალარიით დაავადებული 30 სკოლის მოსწავლე, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და 143 ჯანმრთელი ადამიანი.

ბავშვებს ნეილონის წინდები ჩააცვეს, მეორე დილით წინდები მოათავსეს სპეციალურ საყინულე-კონტეინერში და გადაიტანეს დიდ ბრიტანეთში, სადაც ორ ლაბრადორს
უნდა ამოეცნო დაავადებული ადამიანების კუთვნილი წინდები. ცხოველები მალარიის დადგენას ორი თვის განმავლობაში სწავლობდნენ.

შედეგად, ძაღლებმა 70%-იანი სიზუსტით
განსაზღვრეს, თუ რომელი წინდა მიეკუთვნებოდა დაავადებულ ბავშვს, ხოლო 90%-იანი სიზუსტით, თუ რომელი ეკუთვნოდა ჯანმრთელ ადამიანს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ძაღლებს მალარიის აღმოჩენა უჭირთ იმ დროს, როცა პლაზმოდიუმის გამომწვევი დაავადება არ არის განვითარებად ეტაპზე. ასევე, მცდარი პასუხი შესაძლოა აღმოჩნდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ჯანმრთელ და დაავადებულ ბავშვს ერთსა და იმავე საწოლში ეძინათ.

ამჟამად მეცნიერები გეგმავენ, ჩაატარონ ექსპერიმენტი არა მხოლოდ პაციენტის კუთვნილი ნივთის დახმარებით, არამედ უშუალოდ, გაწვრთნილ ძაღლებს ასწავლონ, თუ როგორ აღმოაჩინონ ეს დაავადება ადამიანის სხეულზე ყნოსვით.

ასევე იხილეთ:

ძაღლები შიშს ყნოსვით ხვდებიან

რას შეიგრძნობენ ძაღლები ნივთის ყნოსვის დროს და როგორ პოულობენ დაკარგულ ადამიანებს?

ადამიანებთან შედარებით, ძაღლები სამყაროს მხედველობით არ აღიქვამენ


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?