როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ჩვენს საწოლში ძილს?
როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ჩვენს საწოლში ძილს?
თითქოს არაფერია საგანგაშო, როდესაც თბილად მოკალათებული ძაღლი ჩვენს საწოლში ნებივრობს, მაგრამ ცხოველისთვის ამ უფლების მიცემით, თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ პრობლემური ქცევების პროვოცირებას. ძაღლმა შესაძლოა, პატრონის ბრძანებების იგნორირება დაიწყოს და მოიქცეს ისე, თითქოს სახლში მთავარი ის არის.  ეს ნამდვილად ასეა - თუ ძაღლს თქვენს საწოლში დაძინების უფლებას მისცემთ, მის თვალში თქვენი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დადგება და იგი ჩათვლის, რომ ყველაფრის უფლება აქვს.

თქვენს ბინადარს შეურჩიეთ კომფორტული საწოლი

Zooclub

მოათავსეთ ის მყუდრო ადგილას, მაგალითად - საძინებელში ან მისაღებ ოთახში. უკეთესი იქნება, თუ შინაურ ცხოველს მოსასვენებელ ადგილს დაბნელებულ კუთხეში
მოუწყობთ.

Zooclub

შინაური ცხოველის
საწოლზე აუცილებლად დადეთ მისი საყვარელი სათამაშო (თუ თამაშისას ადგილი შეუცვალა, კვლავ მის საწოლზე დააბრუნეთ). გარდა ამისა, დასაწყისისთვის შეგიძლიათ, თქვენი მაისურიც დაუფინოთ, რათა ძაღლი ახალ საწოლს შეეგუოს.

Zooclub

თუ ლეკვი ახალი აყვანილი გყავთ, მოუწყვეთ მას საძინებელი სათანადო ზომის  გალიაში ან ყუთში. გალიის შემთხვევაში, გარშემო დააფინეთ გაზეთები, რათა ცხოველმა მოსაქმება შეძლოს და თქვენც არ გაგიჭირდეთ მისი გაწმენდა. მნიშვნელოვანია, ძაღლმა პატარაობიდან იცოდეს თავისი ადგილი.

Zooclub

როგორ ვასწავლოთ ძაღლს თავისი ადგილი?

თქვენი ბინადარი დიდხანს ასეირნეთ ძილის წინ. შედეგად, ის დაიღლება და იმდენად ენერგიულად ვერ შეგეწინააღმდეგებათ, როდესაც ახალ საწოლში დაწოლას უბრძანებთ.

ძაღლი თავის დასაძინებელ ადგილზე საბელით მიიყვანეთ. ასევე, შეგიძლიათ, მიიტყუოთ სასუსნავით. ამ მოქმედებით იგი დაინახავს პოზიტიურ კავშირს ადგილსა და ჯილდოს შორის. არასოდეს ეცადოთ ძაღლის ხელში აყვანა ან შეხებით მისი საწოლთან მიყვანა, რადგან ცხოველს ნეგატიური ასოცირება გაუჩნდება მის ახალ საწოლთან დაკავშირებით.

Zooclub

უბრძანეთ ძაღლს "ადგილზე!". მიეცით სასუსნავი იმ შემთხვევაში, თუ თავის ადგილზე დაწვება.

თუ შინაური ცხოველი საკუთარი საწოლიდან გაიქცევა, ყოველ ჯერზე უბრძანეთ "ფუ!" ან "შეჩერდი!". ამის შემდეგ კი დააბრუნეთ საწოლთან და უბრძანეთ "ადგილზე!". ბრძანების შემდეგ მოიცადეთ ცოტა ხნით, თუ ძაღლი თავის საწოლზე დაწვა და რამდენიმე წუთი არ ადგა, დააჯილდოვეთ სასუსნავით.

Zooclub

დროთა განმავლობაში ძაღლი ისწავლის, რომ ბრძანებების დამორჩილებით იგი ჯილდოს იღებს.

არ მიაქციოთ ყურადღება, თუ ძაღლი ყმუილს ან წკმუტუნს დაიწყებს. როცა დასაძინებლად წახვალთ, თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა შესაძლოა შემოგხედოთ სევდიანი თვალებით ან უკმაყოფილება წკმუტუნით გამოხატოს, თუმცა, ემოციებს არ აჰყვეთ. მისი "შეცოდებით" და თქვენს საწოლზე დაძინების ნებართვით, ცხოველს წაახალისებთ, რის გამოც თქვენი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება.

ამ დროს არ უყვიროთ ძაღლს, რადგან ის ყმუილს გააძლიერებს. თუ ის ჭირვეულობას არ წყვეტს და ეს რამდენიმე წუთი გრძელდება, შეეკითხეთ ძაღლს, უნდა თუ არა გარეთ გასვლა. ძაღლი თუ დამაჯერებლად გაიწევს გარეთ, რამდენიმე წუთით გაიყვანეთ.

სეირნობა უნდა იყოს მიზანმიმართული და მოკლეხნიანი - დაელოდეთ დაასრულოს თავისი "საქმე" და დააბრუნეთ სახლში. არ მისცეთ თამაშის ნება.  

Zooclub

თუ ძაღლს ეზოში გასვლა არ სურს და ჭირვეულობას აგრძელებს, არ მიაქციოთ ყურადღება. არ უყვიროთ და არ დასაჯოთ ცხოველი, რათა არ მოახდინოთ მისი პროვოცირება.  დასჯა მიუთითებს, რომ ძაღლმა სასურველს მიაღწია და თქვენი ყურადღება მიიქცია.

მზად იყავით იმისთვის, რომ ძაღლი ხმიანობას კიდევ უფრო მოუმატებს, სანამ ეტაპობრივად დამშვიდდება, თუმცა, მტკიცე ნებისყოფა და იგნორი სამომავლოდ მას თავის ადგილს ასწავლის.

Zooclub

გააგდეთ ძაღლი, თუ ის თქვენს საწოლზე ამოძვრება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა დააწესოთ საზღვრები თქვენსა და ძაღლს შორის. ასევე, შეეჩვიოს განცალკევებით ძილს.

Zooclub

თუ შინაური ცხოველი  საწოლში ამოხტება, მიუთითეთ და უბრძანეთ - "ადგილზე!"  წინააღმდეგობის შემთხვევაში, აიყვანეთ ხელში, დასვით იატაკზე  და უბრძანეთ - "ფუ!" ან "არ შეიძლება!"

გამოიყენეთ პოზიტიური მეთოდები, რათა ძაღლის ქცევები გამოსწორდეს. პატრონების უმეტესობა სპრეის ბოთლს იყენებს. თუ ცხოველი ცუდად იქცევა, დასჯის მიზნით, წყალს ასხამენ, მათ შორის, საწოლზე ასვლის შემთხვევაშიც, თუმცა, პოზიტიური მეთოდი კარგი ქცევისთვის ჯილდოა, ეს კი წვრთნის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

Zooclub

თუ ძაღლი საკუთარი ინიციატივით ან თქვენი ბრძანების შემდეგ მივიდა თავის საწოლთან, აუცილებლად  შეაქეთ. ეს ადგილი მისთვის  პოზიტივთან, ჯილდოსთან და არა დასჯასთან ან უსიამოვნო შეგრძნებებთან იქნება ასოცირებული.

Zooclub

ასწავლეთ ძაღლს, დაელოდოს მიპატიჟებას: საწოლზე ასვლის ნება არასოდეს დართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაწყვეტს, რომ სახლში ყველაფრის უფლება აქვს. შეეცადეთ, რომ ძაღლი თქვენთან მხოლოდ ბრძანების დროს მოვიდეს - როდესაც იღვიძებთ, შინაური ცხოველი მშვიდად უნდა დაგელოდოთ, სანამ დაუძახებთ (თუ მას ეზოში გაყვანის აუცილებლობა არ აქვს).

შენიშვნა: არა ერთ სტატიას მოიძიებთ ჩვენს საიტზე, სადაც სპეციალისტები შინაური ცხოველის საწოლში ძილის დადებით თვისებებს სხვადასხვა ექსპერიმენტით თუ ლოგიკური მსჯელობით გვიზიარებენ, თუმცა, ძაღლის ოჯახში ქცევებს ყველა მფლობელი თავად წყვეტს. აქედან გამომდინარე, პატრონს თავისუფალი არჩევანი აქვს - ეძინოს თავის ოთხფეხა მეგობართან თუ დაუწესოს მას საზღვრები. 

ასევე იხილეთ:

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს

სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვ

ძაღლი და პატრონი - ვინ არის მათ შორის უფროსი?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?